x
image
ელენე გუმა
"კომედი შოუს" ძირითადი ნაწილი "რსუთავი 2"-ზე დარჩა - "რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს"
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2" "კომედი შოუს" გუნდის 11-მა წევრმა დატოვა, დანარჩენები კი კვლავ ამავე არხზე დარჩნენ.


ამის შესახებ "კომედი შოუს" "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


მათი ინფორმაციით, ისინი კვლავ სრულიდ ატვირთვით დაბრუნდებიან ეთერში.


"რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო "მთავარ არხზე". წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს.


გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით

ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი "კომედი არხი" - აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი 2 დატოვეს იუმორისტული გადაცემა ვანოს შოუს წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა და შოუს მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა, თამუნა ლეკვეიშვილმა.


image

1
402
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
402
  
2019, 28 აგვისტო, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1