x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არ სჭირდებათ ქალებს ბედნიერებისთვის იდეალური მამაკაცი
ოდესმე, შეხვედრიხართ წყვილებს, რომელთა შემყურე გიკითხავთ:“რა იპოვა ქალმა ამ კაცში?" რატომაა, რომ ბავშვობიდან ქალები პრინცზე ოცნებობენ, მაგრამ ცოლად იმას მიჰყვებიან, რომლებიც სულაც არ ჰგვანან მათ ოცნებაში წარმოდგენილ პრინცებს. ქალური ლოგიკის ამოხსნა არც თუ ისე ადვილია, თუმცა, მეცნიერები მაინც შეეცადნენ.


კომფორტის გრძნობა

imageკვლევებით დადგინდა, რომ ლამაზი მამაკაცი ნამდვილი სტრესია მის გვერდით მყოფი ქალისთვის. ამ დროს ქალები გამუდმებით უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით და გამუდმებით ცდილობენ იდეალურად გამოიყურებოდნენ, რომ პარტნიორის შესაფერისი იყონ. გამუდმებით აწუხებთ აზრი, რომ მათი პარტნიორი მათ გვერდით მხოლოდ დროებითაა და და ადრე თუ გვიან სხვაში გაცვლის.

ის ქალები, რომლებიც მიმზიდველობით ბევრად აღემატებიან თავის მამაკაცს, უფრო ბედნიერად და მშვიდად გრძნობენ თავს, არ იტანჯებიან მუდმივი დიეტებით და ურთიერთობით ტკბებიან.

სწორედ მამაკაცის არამიმზიდველ გარეგნობაში იმალება პასუხი კითხვაზე, თუ რაიპოვა მასში ლამაზმა ქალმა: სიმშვიდე, კომფორტი და თავდაჯერებულობა.


ჰორმონები


imageჰორმონები პარტნიორის არჩევაზე დიდ გავლენას ახდენენ. ციკლის შუა პერიოდში ქალს ბრუტალური მამაკაცი იზიდავს, რომელსაც დომინირება უყვარს და იდეალურია შთამომავლობის ჩასახვისთვის, მაგრამ არა ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრებისთვის. სხვა დროს კი ქალებს კეთილი, საიმედო მამაკაცები იზიდავენ, რომლებიც ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის უფრო შესაფერისნი არიან. სწორედ ამიტომ, პოპულარობით სარგებლობენ არა მაჩოები, არამედ ჩვეულებრივი მამაკაცები.


კონკურენცია

imageკვლევების თანახმად, ქალების ყურადღებას ის მამაკაცები უფრო იქცევენ, რომლებიც უკვე “დაკავებულნი" არიან. მათ არ შეუძლიათ გულგრილად დატოვონ კონკურენტის არჩევანი, რადგან ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ ასეთ მამაკაცს გამოცდა ჩაბარებული აქვს და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

სხვათაშორის, მამაკაცები აღიარებენ, რომ თავს დააღწევენ თუ არა მარტოობას და პარტნიორს გაიჩენენ, მაშინვე მის მიმართ ინტერესს ისეთი ქალებიც ამჟღავნებენ, რომლებიც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ.


ადაპტაცია

imageურთიერთობაში გარეგნობა მთავარ როლს არ თამაშობს. ძნელია არ დაეთანხმო, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ლამაზი და მომხიბვლელი ადამიანია მარტოხელა. თავის წიგნში “პოზიტიური ირაციონალობა" ფსიქოლოგიის პროფესორი დენ არიელი ადაპტაციის თეორიის შესახებ საუბრობს, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ როცა ადამიანს არ შეუძლია რაიმე სასურველი მიიღოს, ის მის უკუგდებას, უარყოფას იწყებს. ამ თეორიის ერთ-ერთი მეთოდია “მწვანე ყურძნის" სახელით ცნობილი სტრატეგია. ყველაფერი ისეა, როგორც ეზოპეს იგავში: მელიამ ცხელ ამინდში ყურძნის მტევანი დაინახა, პირის გასველება მოუნდა, მაგრამ ყურძენს ვერაფრით ვერ შესწვდა და იხტიბარი რომ არ გაეტეხა, თავი ასე ინუგეშა:“ყურძენი მაინც მკვახე იყო და კბილს მომჭრიდაო".

“მკვახე ყურძნის" კონცეფცია, რომელიც ამ იგავის მიხედვით აღმოცენდა, გამოხატავს იდეას, რომლის თანახმადაც, ადამიანი მიდრეკილია უარი თქვას მასზე, რაც მას მიუწვდომლად ეჩვენება.

imageთუ ამ თეორიას გარგნობაზე გადმოვიტანთ, შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. მაგალითად, ქალს გამუდმებით მელოტი მამაკაცები ეცნობიან, მას კი მელოტი მამაკაცები არ მოსწონს. მაგრამ, რამდენადაც მელოტი მამაკაცი უფრო მეტია მის გარშემო, დროთა განმავლობაში ის გარეგნობის ამ თავისებურებას საინტერესოდ და მიმზიდველადაც კი თვლის. ადამიანები, რომლებიც ადაპტაციის თეორიას დაექვემდებარნენ, ადვილი ამოსაცნობნი არიან შემდეგი ფრაზებით:“არ მიყვარს პატარა და სწორი ცხვირები", “ძალიან რელიეფური კუნთები აქვს", “ძალიან ხშირი თმა აქვს" და ა.შ.

imageმაგრამ ადაპტაცია არა მარტო მშვენიერების აღქმაზე მოქმედებს, არამედ წარმოაჩენს სხვა ღირსებებს:იუმორის გრძნობა, ინტელექტი, სიკეთე. მაგალითად, სრულიად შესაძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ ადამიანის წონას ან სიმაღლეს, თუ მას ისეთი ღირებულებები და შეხედულებები აღმოაჩნდება, რომელიც თქვენსას ემთხვევა, შეუძლია თქვენი გაცინება და გრძნობთ, რომ შეგიძლიათ მას მიენდოთ.

საინტერესო ფაქტი: ყველაზე ხშირად იუმორის გრძნობა გარეგნობაზე მნიშვნელოვანია.



1
160
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
160
  
2019, 28 აგვისტო, 1:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1