მუსიკა დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის 40 საუკეთესო გიტარის სოლო 2019, 27 აგვისტო, 14:40 ცნობილმა ბრიტანულმა რადიომ და პორტალმა Planet rock-მა დაასახელა მსოფლიოს ყველა დროის 40 საუკეთესო გიტარის სოლო. Planet Rock-მა მსმენელთა ხმის დათვლის შემდეგ დაასახელა მსოფლიოს ყველა დროის 40 საუკეთესო გიტარის სოლო. ყველაზე ბევრი, საერთო ხმების 15% მიიღო Pink Floyd-ის უკვდავმა ჰიმნმა "Comforbly Numb"-მა ორმაგი 1979 წლის ალბომიდან The wall, სწორედ დევიდ გილმორის სოლო ამ კომპოზიციიდან გახდა გამარჯვებული.აღსანიშნავია, რომ იგივე კომპოზიცია უფრო ადრე Planet Rock-ის მსმენელებმა 5 უდიდეს კომპოზიციის სიაშიც შეიყვანეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიტარა Black Strat, რომლითაც ამ სოლოს ასრულებდა დევიდ გილმორი, დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როგორც ყველაზე ძვირადღირებულმა გიტარამ მსოფლიოში, იგი აუქციონზე 3 975 000 $-ად გაიყიდა. მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფ Lynyrd Skynyrd-ის «Free Bird» -1973 წლის კომპოზიცია, ალენ კოლიზის და გარი როსინგტონის დაუვიწყარი სოლოთი, რომელიც კომპოზიციის მეორე ნაწილში ჟღერს. მესამე ადგილზეა Alter Bridge კომპოზიციით Blackbird(2007)მარკ ტრემონტის და მაილზ კენედის სულშიჩამწვდომი სოლოთი. აღსანიშნავია, რომ 40 საუკეთესო სოლოში 4 კომპოზიციით არის წარმოდგენილი სლეში (Estranged, Anastasia, Sweet Child O Mine და November Rain) სამ-სამი კომპოზიციით არის წარმოდგენილი რიჩი ბლეკმორი (Stargazer, Highway Star და Child In Time) და გარი მური (Parisienne Walkways’, Still Got The Blues’ და ‘Still in Love with You)დანარჩენი გიტარისტები ორი ან თითო-თითო კომპოზიციით არიან წარმოდგენილები. მთლიანად ტოპ-40 კი ასე გამოიყურება. 40: Jimi Hendrix - All Along The Watchtower 39: AC / DC - Whole Lotta Rosie 38: Y&T - I Believe In You 37: Metallica - Fade To Black 36: Wishbone Ash - Everybody Needs A Friend 35: Guns N 'Roses - Estranged 34: Judas Priest - Beyond The Realms Of Death 33: Slash - Anastasia 32: Thin Lizzy - The Rocker 31: Dire Straits - Telegraph Road 30: Dire Straits - Sultans Of Swing 29: Alice Cooper - I Am Made Of You 28: Cream - Crossroads 27: Thin Lizzy - Still In Love With You 26: Marillion - Easter 25: Gary Moore - Still Got The Blues 24: Pink Floyd - Time 23: Joe Bonamassa - India / Mountain Time 22: Extreme - Get The Funk Out 21: Rainbow - Stargazer 20 : Jethro Tull – Aqualung 19 : Megadeth – Tornado Of Souls 18 : Rush – La Villa Strangiato 17 : Gary Moore – Parisienne Walkways 16 : Peter Frampton – While My Guitar Gently Weeps 15 : Led Zeppelin – Since I’ve Been Loving You 14 : Deep Purple – Highway Star 13 : Ozzy Osbourne – Mr Crowley 12 : Bon Jovi – Dry County 11 : Deep Purple – Child In Time 10 : Queen – Brighton Rock 09 : Guns N Roses – Sweet Child O Mine 08 : Van Halen – Eruption 07 : Eagles – Hotel California 06 : Led Zeppelin – Stairway To Heaven 05 : Guns N Roses – November Rain 04 : UFO – Rock Bottom 03 : Alterbridge – Blackbird 02 : Lynyrd Skynyrd – Freebird 01 : Pink Floyd – Comfortably Numb 125 5-ს მოსწონს
|