x
image
გემი დალანდი
С ვიტამინის ნაკლებობის 10 ადრეული სიმპტომი
С ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით ის ჩვენს ორგანიზმში დიდხანს არ ინახება. მისი დეფიციტი კი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს და სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომებით გვახსენებს თავს.

თუ როგორ ამოვიცნოთ С ვიტამინის დეფიციტი ადრეულ სტადიაზე, ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.


1.ხშირად გისივდებათ ღრძილები და სისხლი გდით

imageС ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების მნიშვნელობისთვის. თუ მას საკმარისი რაოდენობით ვერ იღებთ, გინგივიტის განვითარების შანსი იზრდება. თუ პირის ღრუს ჰიგიენას ზედმიწევნით იცავთ და უვლით კბილებს, ხოლო ღრძილები ამის მიუხედავად მაინც გისივდებათ და სისხლი გდით, მიიღეთ მეტი С ვიტამინი.


С ვიტამინის დღიურ დოზად 75 მგ. ითვლება ქალებისთვის, მამაკაცებისთვის კი 90მგ ( თუ მწეველი ხართ, მაშინ დამატებით 35 მგ)


2.ადვილად გილურჯდებათ კანი და სხეულზე დაზიანებები გვიან გადის

imageთუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა ყოველგვარი ტრავმების მიმართ, არის იმის ალბათობა, რომ С ვიტამინი გაკლიათ. საბედნიეროდ, ამის გამოსწორება ადვილია, თუ თქვენს რაციონში С ვიტამინით მდიდარ ბოსტნეულს და ციტრუსებს ჩართავთ. С ვიტამინი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა კოლაგენი გამოიმუშაოს.


3.თმა გცვივათ და ნელა გეზრდებათ

imageსანამ თმის მოსავლელ საშუალებებში ფულს გადაყრით, სცადეთ С ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. ამ ვიტამინით მდიდარია როგორც ციტრუსები, ისე სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი, ამიტომ, სპეციალური დანამატების მიღების აუცილებლობა არაა. უბრალოდ, რაც გჭირდებათ-ჯანსაღი დიეტაა.


4.ხშირად გტკივათ სახსრები

imageსახსრების ტკივილი С ვიტამინის დეფიციტის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. იმის გამო, რომ ეს ვიტამინი მძლავრი ანტიოქსიდანტია, მისი დეფიციტი ანთებას იწვევს, რომელიც თავის მხრივ სახსრებში ტკივილის მიზეზი ხდება და მას საცხებით თუ ტკივილგამაყუჩებლებით ვერ გაუმკლავდებით.


5.ხშირად ავადმყოფობთ

imageთუ გრიპი, გაციება და ინფექციები თქვენი ცხოვრების ხშირი სტუმარია, ეს სუსტ იმუნიტეტზე მიუთითებს. С ვიტამინი ლეიკოციტების გამომუშავებას უწყობს ხელს, რომლებიც ინფექციებსა და უცხო სხეულებს ებრძვიან.


6.წონაში უმიზეზოდ მოიმატეთ

imageთუ ცხოვრების წესი და კვება არ შეგიცვლიათ და ამის მიუხედავად მაინც მოიმატეთ, ეს შეიძლება С ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. კვლევებით გამოვლინდა, რომ ამ ვიტამინის დეფიციტსა და წელის არეში სიმსუქნის მატებას შორის პირდაპირი კავშირია. С ვიტამინი ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება.


7.ხშირად გრძნობთ დაღლას დღის განმავლობაში

თუ ღამით კარგად გძინავთ, მაგრამ დღის განმავლობაში მაინც მოშვებული ხართ და დაღლილობას გრძნობთ, ეს შეიძლება С ვიტამინის დეფიციტის ბრალი იყოს. უმჯობესი იქნება, თუ მენიუს გადახედავთ და მას С ვიტამინის შემცველი პროდუქტებით გაამდიდრებთ.


8.თქვენი კანი მშრალი და უფერულია

imageროგორც უკვე აღვნიშნეთ, С ვიტამინი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ, თუ მას საკმარისი რაოდენობით არ იღებთ, თქვენი კანი მშრალი და უფერული ხდება.


9.ხშირად მოგდით სისხლი ცხვირიდან

imageროგორც წესი, ცხვირიდან სისხლდენა საშიში არაა. თუმცა, თუ ხშირად გემართებათ, ეს შესაძლოა С ვიტამინის დეფიციტის ნიშანი იყოს. ცხვირში დიდი რაოდენობითაა წვრილი სისხლძარღვები, С ვიტამინი კი მათ სიმტკიცესა და ნორმალურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.


10. მყიფე და სუსტი ფრჩხილები გაქვთ

imageС ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რომ რკინა კარგად შეითვისოს. რკინის დეფიციტი ანემიას იწვევს, რაც ფრჩხილებზეც აისახება. თუ სხვადასხვა საშუალებები სცადეთ და ფრჩხილები მაინც არ გაგიმაგრდათ, სცადეთ და რაციონში С ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ.


თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გეცნოთ, სცადეთ და თქვენც მიიღეთ С ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული, ხილი და ციტრუსები. შესაძლოა სწორედ ამ გზით მოაგვაროთ თქვენი პრობლემა.

1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
127
  
2019, 28 აგვისტო, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1