x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ტაილანდელმა ბერმა მდუღარე ზეთის თასში მედიტაციით ინტერნეტი ააფეთქა

image


ეს საოცარი რელიგიური ცერემონია მიმდინარე წლის თებერვალში, ტაილანდის ერთ- ერთ პროვინცია ნონგ ბუა ლამპხუში გაიმართა. ბუდისტმა ბერმა, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე თავისი ზეადამიანური შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა, რომელთა შეძენაც მან უმაღლესი სულიერების მიღწევის გზაზე შეძლო. ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ მშვიდად და აუღევებლად ზის მამაკაცი ცეცხლზე შემომდგარ თასში, რომელშიც გავარვარებული ზეთი დუღდება. ამ სრულიად წარმოუდგენელმა სანახაობამ მთელი ინტერნეტ- საზოგადოება აღფრთოვანებაში მოიყვანა, მაგრამ ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის მეცნიერი, ბატონი ჯესადა დენდუანგბრიპანტი, ამ საერთო აღფრთოვანებას არ იზიარებს.


image


"იმისთვის რომ დაამტკიცო, რომ ზეთი ნამდვილად დუღს - საჭიროა მისი ტემპერატურის გაზომვა. თავად თასიც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს მას ორი ფენა აქვს და თავად ზეთიც მდუღარეს საერთოდაც არ ჰგავს"- აღნიშნა მეცნიერმა. მისი თქმით, ე.წ მდუღარე ზეთთან უსაფრთხოდ შეხების რამდენიმე ეშმაკური გზა არსებობს. "სანამ ზეთი ადუღდება, საჭიროა მასში ცოტაოდენი წყალის დამატება, რის შემდეგაც, მისი ტემპერატურა აღარ მოიმატებს, რადგან ამ სითბოს თავად წყალი შთანთქავს"- განმარტა ჟურნალისტებთან საუბარში ბატონმა ჯესადამ.


image






0
560
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
560