x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
11 დღის წინ გურჯაანიდან დაკარგული ახალგაზრდა სიღნაღის ერთერთ ფერმაში იპოვეს

image



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგულ 34 წლის მამაკაცს სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.


თვითმხილველების და ოჯახის ახლობლების განმარტებით, ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს.



ძირკოკის მკვიდრის ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოები უკვე ორი კვირაა მიმდინარეობდა. ძებნის ოპერაციის ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.


გამოძიება შს კახეთის პოლიციის სამმართველოში სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა.

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0