x
image
ელენე გუმა
Mediator image
"ყველა მეცოდებით, მაგრამ გაცილებით მეცოდება სასაფლაოზე მიწისქვეშ ამოდებული ჩემი შვილი"

image
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, 51-ე სკოლის დირექტორის "ალია"-ში დაბეჭდილ ინტერვიუზე, რომლის შემდეგაც, დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს, სოციალურ ქსელში საუბრობს და სტატუსს აქვეყნებს, სადაც განათლების სამინიტროს საქციელს უწონებს.



"ყველა ადამიანი, ვინც 2017 წლის 1 დეკემბრის ინციდენტში მონაწილეობდა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მნიშვნელობით, ვინც სიმართლე იცის და არ ლაპარაკობს, ვინც დააშინეს, ვინც მოისყიდეს, ვინც გააჩუმეს, ვინც გაუთქმელობის ხელწერილს იყენებთ ფაქტების დასამალად ან დასამახინჯებლად!!!!
ყველას დრო დადგება აუცილებლად და შესაბამის სასჯელს მიიღებს!!!!
განათლების სამინისტრომ გადადგა ნაბიჯი ჭეშმარიტებისაკენ!!!
იმედი მაქვს შეუერთდება დანარჩენი უწყებები და ძალიან მალე სრული ჭეშმარიტება დადგება!!!


პირველი იდეა გაჩნდა (გუგუშვილი, გოგოხია, ფხაკაძიდან, )რომ თითქოს მე ვიყავი ვიღაცის მართული და ვიღაცეების დავალებებს ვასრულებდი!!!
ექვსი თვე დამცინოდნენ და თვალებში მაფურთხებდნენ, ექვსი თვე მატყუებდნენ და ეგონათ ჯიბეში ვყავდით, ყველა წუთი და წამი მახსოვს ზვიადი ბიძია, მაგრამ დააგავიწყდათ, რომ შვილი მომიკლეს და იმას იქეთ გზა აღარ იყო!!!
მალე მოვა თქვენამდეც აქლემი!!!!


ერთადერთი სადაც მეჩქარება ჩემი შვილია და სანამ მას შევხვდები, მანამდე დარწმუნებული ვარ ვერ ვნახავ, სანამ ყველა თავის გზას არ დაადგება და ჭეშმარიტება არ აღსდგება!!!!


პ.ს.ყველა ადამიანი მეცოდებით ცუდისთვის, მაგრამ გაცილებით მეცოდება გლდანის სასაფლაოზე უმოძრაოდ მიწისქვეშ ამოდებული ჩემი შვილი, რომელიც სიცოცხლით აწი უნდა დამტკბარიყო!!!
მკვლელებმა ის მოკლეს ფიზიკურად, თქვენ კი მისი სახელის მკვლელობა გადაწყვიტეთ!!!", - წერს ზაზა სარალიძე ფეისბუქზე.

1
508
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
508
  
28 აგვისტო, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1