x
image
Lerato
მეცნიერები გვაფრთხილებენ – აუცილებლად შეიტანეთ კურკუმას ჩაი თქვენს რაციონში!

კურკუმას ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია თუ ტკივილისა და ანთების შემცირება გსურთ, ამასთან, ხელს უწყობს წონაში კლებას, ეხმარება ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომების შემცირებას, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.




კურკუმას ჩაის უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, რამდენადაც ვიტამინების, მინერალების და მკვებავი ნივთიერებების მდიდარი წყაროა, თუმცა, ალბათ ყველაზე მეტად ცნობილია კურკუმინის მაღალი შემცველობით, რომელიც უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია.


ჯანმრთელობისთვის სარგებელის მოტანის მიზნით, კურკუმას ჩაის მიიღებთ თუ საკვებში მოიხმართ როგორც სანელებელი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კურკუმას ჩაი კომპლექსური გამაჯანსაღებელი სასმელია, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხელს უშლის კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებას და ამცირებს კოგნიტური ფუნქციების დეგრადაციის რისკებს.


image

ამცირებს ანთებას


ეს საოცარი სასმელი ცნობილია თავისი უნარით შეამციროს ყველანაირი ანთება ორგანიზმში. აღნიშნული სანელებელი თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე მისაღები საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რევმატოიდული ართრიტი აწუხებს, თუმცა, ის ასევე არაჩვეულებრივია მთელს სხეულში ტკივილების შესამცირებლად. კურკუმინი ორგანიზმში ანთებას თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებისა და ჟანგვითი სტრესის განვითარების ხელის შეშლის მეშვეობით აქრობს.image

ხელს უწყობს წონაში კლებას


ამ ლეგენდარულ სანელებელს შეუძლია მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლა) სტიმულირება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წონაში კლებისთვის. თუ ყოველდღიურად 1 ფინჯან კურკუმას ჩაის მიღებით, ამით დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელი გზით ცხიმების დაწვაში და ამასთან, უზრუნველყობთ მას ენერგიით ცხიმების მეტაბოლიზირების ხარჯზე.

image

ანტიოქსიდანტური აქტივობა


კურკუმინი რომელიც აღმოჩენილია კურკუმაში, ამ სანელებლის 2-6% შეადგენს და მას უნარი აქვს გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები, რომლიც პასუხისმგებელია ორგანიზმში ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე, ნაადრევ სიბერესა და სიბერის ნიშნების განვითარებაზე, როგორიცაა ნაოჭები და ლაქები კანზე.


სიმსივნის განვითარების საწინააღმდეგო პოტენციალი

image

მეორე კვლევამ, რომლის შედეგები Journal of Experimental Pharmacology -მა გამოაქვეყნა, აჩვენა რომ კურკუმის ნაერთს შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის, პირის ღრუს, ისევე როგორც ფილტვის კიბოს წინააღმდეგ. ამასთან, კურკუმინის მოხმარებას, ქიმიოთერაპიის კურსთან ერთად, შეუძლია დააჩქაროს განკურნების პროცესი, რაც კვლევებით დადასტურდა – წერს ჟურნალი Plos One.


ამგვარად, კურკუმის ჩაის მიღება კარგი გზაა კურკუმინის ჩასართავად თქვენს ყოველდღიურ რაციონში.


ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას

image



ასევე დაგაინტერესებთ:



ინგლისელმა ქალბატონმა ფსორიაზი საკუთარი დიეტით დაამარცხა


სასმელი კურკუმით, რომელსაც დიდი რაოდენობით ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან და ჭარბი წონისგან ათავისუფლებს


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ


ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს


ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი!



1
284
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
284
  
2019, 28 აგვისტო, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1