x
image
გემი დალანდი
2019 წლის შემოდგომის მოდური შარვლები
სადაცაა შემოდგომა დადგება და უკვე აქტუალურია თემა, თუ როგორი სამოსი იქნება ამ შემოდგომით მოდური. თუ შარვალი გიყვართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან სწორედ 2019 წლის შემოდგომის მოდელებს წარმოგიდგენთ.

დაათვალიერეთ და აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მეტად შეგეფერებათ.

image

1.წელზე შენაოჭებული შარვალი


ეს მოდელი პოპულარული იყო გაზაფხულსა და ზაფხულში და აქტუალობას ამ შემოდგომაზეც ინარჩუნებს. უბრალოდ, ქსოვილი უფრო სქელი და თბილი უნდა იყოს. შესანიშნავად გამოიყურება როგორც ქუსლიან, ისე უქუსლო ფეხსაცმელზე.

imageimage

2.ფართოტოტებიანი შარვალი

მარლენ დიტრიხის სტილის ე.წ. პალაცო შარვლები ისევ პოპულარობის პიკზეა და 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო ლუქებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.

ამ შემთხვევაში მოდური შტრიხია მაღალი წელი და სიგრძე იატაკამდე. იდეალურია მათთვის, ვისაც მოკლე მოდელები მობეზრდა.

imageimage

3.მოკლე შარვალი

კიულოტები ჯერ ისევ მოდაშია. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოდელი ყველას როდი მოუხდება. მისი სიგრძე ფეხს ვიზუალურად ამოკლებს, ამიტომ უფრო მათთვისაა, ვისაც გრძელი და ლამაზი ფეხები აქვს.

აი, სიგრძე 7/8 კი ამ სეზონზე ძალიან პოპულარულია, რადგან კიულოტთან შედარებით უფრო “უსაფრთხო" მოდელია.imageimage

4.კუბოკრული შარვალი

კუბოკრული-ეს 2019-2020 წლების მოდური პრინტია. შეზღუდვა არ არსებობს: შეგიძლიათ აარჩიოთ კლასიკური, ფართო, ე.წ. “კლოში"... უმჯობესი იქნება, თუ ასეთ შარვალს ტრიკოტაჟის პულოვერს შეუხამებთ.

image

image

5.ტყავის შარვალი

ტყავის შარვლები ამ სეზონზე შედარებით მოკრძალებულია: მინიმუმი დეკორი და მეტალის ელემენტები. უპირატესობა მიანიჭეთ შავ, კრემისფერ, ბეჟ და შოკოლადისფერ ფერებს. მოდაშია განიერი და არა მომდგარი ტყავის შარვლები .

imageimage

6.კაშკაშა ფერები

ამ შემოდგომით დიზაინერები ფერების მთელ კალეიდოსკოპს გვთავაზობენ. რაც უფრო ნათელი ფერის შარვალს მიანიჭებთ უპირატესობას, მით უფრო მოდური იქნებით.

imageimage

1
238
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
238
  
2019, 28 აგვისტო, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1