x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კურიერს“ ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღანელებს - ის სალიამ გუნდს უკვე წარუდგინა
image


რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ კანდიდატურა ჯერ გუნდს დახურულ თათბირზე წარუდგინა, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ის 14 წლის განმავლობაში ბიბისიზე მუშაობდა.


იმნაიშვილმა განმარტა, რომ ნიუსრუმი ცარიელი არ დახვდა და რუსთავი2-ში თათბირზე 800 ადამიანი შეხვდა.


20 აგვისტოს შემდეგ საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გასულა. იმნაიშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ემოციური გადაწყვეტილების შემდეგ არხზე დაბრუნება ზოგიერთ წასულ ჟურნალისტსაც სურს.



„მსურს ეს ტელევიზია გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია და არა ყოფილი თუ მოქმედი რეჟიმების გავლენის ტელევიზია“ - აღნიშნავს იმნაიშვილი

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0