x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს რუსთავი 2-ზე დასრულდა“ - ვანო ჯავახიშვილი
image


ვანო ჯავახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსთავი-2-ის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. თუმცა, იუმორისტი იქვე იმასაც აკონკრეტებს, რომ მალე სხვა არხზე შეგვხვდება, ამიტომ არ გვემშვიდობება.


„ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით. მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.

პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია, “ - წერს ვანო ჯავახიშვილი.



თუმცა, რუსთავი 2-ზე რჩება სხვა გადაცემები, რომლებსაც კომედი გრუპი ამზადებს.


ია ფარულავას საავტორო გადაცემა, რომელიც სკანდალური კითხვებით გამოირჩევა, რუსთავი 2-ის ეთერში დარჩება, ამის შესახებ ინფორმაციას თავად გადაცემის წამყვანი ავრცელებს. მათ სხვა არჩევანი არც ჰქონდათ, რადგან უკვე ცნობილია, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი ფორმატის გასართობი გადაცემები საერთოდ არ განთავსდება.


„გადაცემა „ფარული კონვერტი" დარჩა „რუსთავი 2“ ზე ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ. განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის (რომლის ბაზაზე კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა“, - წერს მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში.


0
246
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0