x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ლოცვანის" შემდეგ ახლა უკვე "ფსალმუნნი" - სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის
image


26 აგ­ვის­ტოს, სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის გა­მო­ვიდა "ფსალ­მუნ­ნი", რო­მელ­იც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა” მო­ამ­ზა­და.


რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ცოტა ხნის წინ მათ მიერ გა­მო­ცე­მულ „ლოც­ვანს“ ძა­ლი­ან დიდი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ამ­ჯე­რად, „ფსალ­მუნ­ნი“ გა­მო­ე­ცათ. ამ იდე­ას ერთჯე­რა­დი სახე არ ექ­ნე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ, სხვა სა­ეკ­ლე­სიო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მაც იგეგ­მე­ბა.


„ეს გა­მო­ცე­მა შედ­გე­ნი­ლია წე­სი­სა­მებრ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფსალ­მუ­ნის ენით. არის მცი­რე დე­ტა­ლე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა კომ­ფორ­ტულს გახ­დის ჩვენ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი „ფსალ­მუ­ნე­ბის“ კი­თხვას: ყო­ველ კა­ნონ­ში წა­სა­კი­თხი „დი­დე­ბა“ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ზო­მი­სა და ფე­რის შრიფ­ტით არის გა­მო­ყო­ფი­ლი. „დი­დე­ბის“ ად­გი­ლას წა­სა­კი­თხი ლოც­ვა მკვეთ­რად არის გა­მო­ყო­ფი­ლი და ად­ვი­ლად მი­საგ­ნე­ბია ყვე­ლას­თვის. რო­დე­საც ფსალ­მუ­ნებს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის სა­ო­ხად კი­თხუ­ლო­ბენ, „დი­დე­ბის“ ად­გი­ლას იკი­თხე­ბა მცი­რე ლოც­ვა მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის: „მო­იხ­სე­ნე, ქრის­ტე ღმერ­თო“. დამ­წყებ მლოც­ვე­ლებს ყო­ველ­თვის უჭირთ ხოლ­მე ამ ლოც­ვის პოვ­ნა წიგნ­ში, სწო­რედ ამი­ტომ, ისიც ცალ­კე გა­მოვ­ყა­ვით და შე­სა­ბა­მი­სი გვერ­დიც მი­ვუ­თი­თეთ, “ - გან­მარ­ტა­ვენ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.



რაც შე­ე­ხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბის შე­ფუთ­ვა­სა და დი­ზა­ინს, ის ისე­თი­ვე მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნია, რო­გო­რიც წინა გა­მო­ცე­მა - ტყა­ვის ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ა­ნი გა­რე­კა­ნით, რათა ტა­რე­ბი­სას არ გა­იც­ვი­თოს. ასე­ვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა პო­ლიგ­რა­ფია და ქა­ღალ­დი, ფურ­ცლე­ბი ოქ­რო­სარ­ში­ი­ა­ნია.


„ფსალ­მუნ­ნის“ გა­მო­ცე­მას სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ისე მათი მრევ­ლი.


დე­კა­ნო­ზი ლე­ვან მა­თეშ­ვი­ლი: „ფსალ­მუნ­ნი“ არის უფ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის სა­ურ­თი­ერ­თო­ბო სივ­რცე, წიგ­ნი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი ღმერ­თს ესა­უბ­რე­ბა. ეს არის იმ ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც გან­ვლო უსას­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ცოდ­ვით და­ცე­მი­დან უფალ­თან ამაღ­ლე­ბამ­დე და სა­უ­კე­თე­სო გზა აირ­ჩია უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის - ამ სი­ტყვე­ბით ახ­ლაც ადი­დებს, ევედ­რე­ბა და ჰმად­ლობს მას. შე­სა­ბა­მი­სად, „ფსალ­მუნნ­ში“ არის ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა უფალ­თან მე­გობ­რო­ბა­ში - და­ცე­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის.“


„ფსალ­მუნ­ნი“ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცა და მის შე­ძე­ნას მკი­თხვე­ლი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 13 ლა­რად შეძ­ლებს.



0
29
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0