x
image
მაია 24
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს სექტემბერში - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი სექტემბრის მოკლე ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის:


"23 აგ­ვის­ტო­დან მზე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია. ის აქ ზუს­ტად 1 თვე - 23 სექ­ტემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ზა­ფხუ­ლი დამ­თავ­რდა და შე­მოდ­გო­მა და­ი­წყო, უფრო სწო­რედ ორ­კვი­რი­ა­ნი გარ­და­მა­ვა­ლი "ხა­ვერ­დის სე­ზო­ნი" წე­ლი­წა­დის ამ ორ დროს შო­რის, დღე­ე­ბი იწყე­ბენ და­მოკ­ლე­ბას და ღა­მე­ე­ბი სულ უფრო გრძე­ლი ხდე­ბა... დამ­თავ­რდა ლო­მის მმარ­თვე­ლო­ბა, გარ­თო­ბის დღე­ე­ბი. მზე ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა­კენ გვი­ბიძ­გებს, მეტი გარ­ჯა, მეტ­რი გან­სჯა, და­ფიქ­რე­ბუ­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი - აი, რა უყ­ვარს ქალ­წულს. მი­ხე­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, გა­ა­კონ­ტრო­ლეთ წი­ნას­წარ, ნუ და­ე­ლო­დე­ბით, ვიდ­რე რამე წა­მოგ­ტკივ­დე­ბო­დეთ. თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რეთ ყვე­ლა­ფერ­ში.


ენერ­გი­ის მა­ტე­ბას იგ­რძნო­ბენ მი­წი­სა და წყლის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ჰა­ე­რი და ცე­ცხლის სტი­ქია ამ ერთი თვის მან­ძილ­ზე ძა­ლებს უნდა გა­უფრ­თხილ­დეს.


ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ­ძის­გან მზე მე-6 ნი­შან­შია. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სამ­სა­ხუ­რის და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი ექ­ნე­ბა წინა პლან­ზე.


კუ­როს­თვის შე­მოქ­მე­დე­ბის, შვი­ლე­ბის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თე­მა­ტი­კა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, რად­გან მზე კუ­რო­დან მე-5 ნი­შანს გა­დის.


ტყუ­პის­თვის მე-4 ნი­შან­ში გა­და­სუ­ლი მზე სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, და შე­საძ­ლოა ზოგი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ჭე­რის ცვლი­ლე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს.


კირჩხი­ბის ნიშ­ნი­დან მზე ახლა მეს­მე ნი­შანს გა­დის, ამი­ტომ მათ­თვის მოკ­ლე მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის გაბ­მა იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.


ლომს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა მო­უ­წევს, ვის და­დე­ბი­თად, და ვის უარ­ყო­ფით ჭრილ­ში - ამას პი­რა­დი რუკა აჩ­ვე­ნებს.


ქალ­წუ­ლე­ბის­თვის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის პე­რი­ო­დი დგე­ბა, ხოლო სას­წო­რებს სა­ი­დუმ­ლო, და­ფა­რულ ამ­ბებ­თან მო­უ­წევთ შე­ხე­ბა.


მო­რი­ე­ლებს ქალ­წუ­ლამ­დე 11 ნი­შა­ნი აშო­რებთ - ესე იგი მათ მე­გობ­რო­ბის, პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ი­ის დრო უდ­გათ.


მშვილ­დოს­ნის­თვის კა­რი­ე­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­მის დროა, თხის რქებსკი შე­მეც­ნე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბა მო­უ­წევთ, ეს შე­საძ­ლოა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ან უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თაც გა­მო­ი­ხა­ტოს.


მერ­წყუ­ლი­დან მზე მე-8 სახ­ლშია. ფრთხი­ლად მერ­წყუ­ლე­ბო - ტრანსფორ­მა­ცი­ის და გარ­და­სახ­ვის დროა, მო­უფრ­თხილ­დით ბი­უ­ჯეტს, ანაბ­რებს, სწო­რად ხარ­ჯეთ თან­ხე­ბი.


თევ­ზე­ბის­გან მზეს 7 ნი­შა­ნი აშო­რებს, ამი­ტომ მათ­თვის პარტნი­ო­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა იქ­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში. ნა­წილ თევ­ზებს კონ­კუ­რენ­ცი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­უ­წევთ ერთი თვის მან­ძილ­ზე ცხოვ­რე­ბა.


გარ­და ამი­სა, 21 აგ­ვის­ტო­დან ვე­ნე­რა ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, ეს ვე­ნე­რას და­ცე­მის აგი­ლია. მგზნე­ბა­რე გრძნო­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქ აღარ ჭრის, პი­რი­ქით - პრაგ­მა­ტუ­ლი და და­მი­წე­ბუ­ლი ვე­ნე­რა ასეთ რა­ღა­ცებს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს ისე­დაც, ვნე­ბე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში სულ უფრო იკ­ლებს და და­ცხრო­მა­ზე მი­დის. ემო­ცე­ბიც მათ მიყ­ვე­ბი­ან... მოთ­მი­ნე­ბა მო­იკ­რი­ბეთ - ამ პე­რი­ოდს ვე­ნე­რა სას­წო­რი მოჰ­ყვე­ბა და იქ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა. რო­დის იქ­ნე­ბა ეს? 14 სექ­ტემ­ბერს.


სა­მა­გი­ე­როდ ფი­ნან­სურ გა­რი­გე­ბებ­ში უფრო წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი გავ­ხდე­ბით.


ვის გა­უ­ღი­მებს ბედი? - მი­წის ნიშ­ნებს პირ­ველ რიგ­ში და ვე­ნე­რა მი­წის ნიშ­ნებს; ასე­ვე - თევ­ზებს, კირჩხი­ბებს და მო­რი­ე­ლებ­საც. და­ნარ­ჩე­ნებ­მა ცოტა ხნით "და­ა­პა­უ­ზე­თო" - ვე­ნე­რი­კომ შე­მო­გით­ვა­ლათ".



"ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ" - როგორი იქნება მომდევნო 5 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1563
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1563
  
2019, 28 აგვისტო, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1