x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ყველაზე სასარგებლო - ბოსტეული

imageვაგრძელებ სერიას "ყველაზე სასარგებლო...".

ბოსტენეული ბევრს არ ყუვარს, ზოგი მხოლოდ კიტრს ან
პომიდორს მიირთმევს, ზოგიც საერთოდ ხორცზე უარს ამბობს და ბოსტენულზე გადადის. ორგანიზმისთვის ყველა პროდუქტი სასარგებლოა, მთავარია თქვენ იცნობდეთ თქვენს ორგანიზმს და ამის მიხედვით შეარჩიოთ ის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმის ხარვეზების გამოსწორბაში დაგეხმარებათ.

გოგრა - გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა დარღვეული ბალანსის აღდგენის. მას გამოიყენებენ დიაბეტის დროს. გოგრის წვენი ამაღლებს პოტენციას და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.

ხახვი - არამხოლოდ სასარგებლო არამედ პანაცეაა ნებისმიერი დაავადებისთვის. თერმული დამუშავების შემდეგაც ხახვი არ კარგავს თავის თვისებებს.


პომიდორი - მისი წვენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. პომიდორი კუჭის
დაავადებების და კიბოს რისკს ამცირებს. რეკომენდირებულია მისი ყოველდღიური მიღება, სასურველია ცოტა ზეთთან ერთად, რათა ორგანიზმმა უკეთ შეიწოვოს.

კიტრი - რომლის შემადგენლობაშიც ვიტამინი С, В1 და В2 არის. ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას. მისი ყოველდღიური მიღება არეგულირებს საჭმლის გადამუშავებას. სასარგებლოა მათთვის ვისაც ქრონიკული შეკრულობა აწუხებს.

კომბოსტო - მასში ვიტამინების დიდი რაოდენობაა С, А, Р, К და В. 250 გრამი კომბოსტო ცოტა ზეთთან ერთად შეიცავს მთელი დღის ვიტამინების ნორმას. მაგრამ აღსარნიშნავია ის ფაქტი, რომ კომბოსტოს სწორი მომზადებაა საჭირო, ხშირად მისი თვისებები იკარგება. რჩევა: მირთვათ თერმული დამუშავების გარეშე.


სტაფილო - ბევრი ჩვენგანს ბავშვობაში ასმევდნენ სტაფილოს წვენს, რომელიც ზრდაში გვეხმარებოდა. სტაფილოს წვენი აუცილებლად ცოტა ცხიმთან ერთად უნდა მიიღოთ, სხვანაირად ვერ შეძლებს ორგანიზმი მის ათვისებას ( დაამატეთ ცოტა რძე ან ზეთი).

0
372
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0