x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დონალდ ტრამპი მოსალოდნელ ქარიშხალთან ბრძოლას, ბირთვული ბომბის ჩამოგდებით აპირებს
image

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა, უკვე რამდენჯერმე მიმართა ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებს ინიციატივით, რომ მოსალოდნელ ქარიშხალს ბირთვული ბომბი დაუპირისპირონ, რათა თავიდან აირიდონ აშშ-ს მიწების განადგურება.

image

ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე ბეჭდურმა წყაროებმა გაავრცელეს, რომელთა წარმომადგენლებიც ნაციონალური უსაფრთხოების კონსულთან მემორანდუმის გაფორმებისას ოთახში იმყოფებოდნენ.



თეთრ სახლში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპი ესწრებოდა ქარიშხალთან დაკავშირებულ ბრიფინგს და მან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: “დიახ, დიახ, ყველაფერი გასაგებია, თუმცა რატომ არ დავბომბავთ მას ჩვენ? ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ქარიშხლის “თვალში" ჩამოვაგდოთ ბომბი, რათა შევზღუდოთ მისი გადაადგილება ატლანტის ოკეანეში, მანამ სანამ ის თავს დაესხმება აშშ-ს სანაპიროებს". წყაროსავე ცნობით, მას უპასუხეს, რომ აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრიფინგისას სიტყვით გამომსვლელი, ნამდვილად შოკირებული დარჩა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველას მხოლოდ ერთმა კითხვამ გაუელვა თავში: “რა ჯანდაბას ლაპარაკობს?!"


აღსანიშნავია, რომ ტრამპს ბომბის ჩამოგდების იდეა, ჯერ კიდევ 2018 წელს მოუვიდა, მანამ სანამ მისი მრჩეველი ჯონ ბოლტონი გახდებოდა.


როდესაც ტრამპს მოგვიანებით აღნიშნულ კითხვაზე დამატებითი კითხვები დაუსვეს, მან პასუხისგან თავი შეიკავა.


თუმცა ტრამპის ამ მოსაზრებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაწილით იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედებით შესაძლებელია ქარიშხლის “დამარცხება".


სახელმწიფო მოხელეთა უმეტესი წილი კი ფიქრობს, რომ ბომბმა შესაძლოა არამარტო ქარიშხლის მიმართულება შეცვალოს, არამედ რადიოაქტიურმა ქმედებებმა მავნე ზეგავლენაც მოახდინოს მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც მოსავალი მოჰყავთ.

2
337
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
337
  
2019, 28 აგვისტო, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 27 აგვისტო, 10:50
,,ნიჭიერი,, კაცია და რა ქნას?))))
0 1 2