x
image
გემი დალანდი
როგორ აბერებს ტელეფონი და კომპიუტერი ჩვენს კანს
imageimage

გაჯეტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მაგრამ არ ვფიქრობთ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ცხოვრებასა და ორგანიზმზე. ბრიტანეთის 29 წლის მკვიდრი ბიანკა ნაითი შოკში იყო, როცა კანის ტესტი გაიარა და შედეგები ნახა. HEV-ნათება, იგივე ეკრანის ცისფერი გამოსხივება ნეგატიურად მოქმედებს უჯრედებზე და ნაადრევ დაბერებას იწვევს.

imageბიანკა კოსმეტიკურ ინდუსტრიაში მუშაობდა მენეჯერის თანაშემწედ. მან გადაწყვიტა სპეციალური ტესტი Brown Scale Surface Pigmentation Test გაევლო და შედეგად ის იხილა, თუ როგორ ზემოქმედებს მობილურის, კომპიუტერის და ტელევიზორის გამოსხივება კანზე. ტესტის შედეგი იმდენად შემაძრწუნებელი იყო ბიანკასთვის, რომ მან აღმდგენი პროცედურაც ჩაიტარა და ამ გამოსხივებისგან დამცავ კრემს ახლა სახლშიც იყენებს.

თავდაპირველად, ბიანკამ შენიშნა, რომ სახეზე ჭორფლი მოემატა. მან ექიმს მიმართა და სწორედ მან ურჩია ტესტი გაევლო კანის მდგომარეობის დასადგენად.imageიდეალურ ვარიანტში ამ ფოტოზე კანი სულ თანაბარი თეთრი ფერის უნდა იყოს. თუმცა, როგორც ხედავთ, ბიანკას სახე ყავისფერი ლაქებითაა დაფარული. მისი კანის საფარი ნაადრევად ბერდებოდა.


imageკანზე უარყოფით ზეგავლენას არა მხოლოდ ულტრაიისფერი, არამედ ეკრანების გამოსხივებაც ახდენს. ის მჟავა პროცესს აჩქარებს კანის საფარველში და თანდათან ანადგურებს მას. გარდა ამისა, ელექტრო გამოსხივება ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც დაბერების პროცესს უფრო აჩქარებენ.

ეს გამოსხივება ულტრაიისფერ სხივებზე უფრო ღრმად აღწევს კანში და უჯრედებს შიგნიდან ანადგურებს . შედეგად ჩნდება ნაოჭები და კანი ნაადრევად ბერდება.

ბიანკამ კანის აღმდგენი საშუალებების გამოყენება ყოველდღიურად დაიწყო, თერაპია გაიარა და პილინგის საშუალებით კანის ზედა დაზიანებული შრეც მოიშორა. როცა მან ტესტი ხელმეორედ გაიარა, კანის მგომარეობა შესამჩნევად იყო გამოსწორებული.

imageimage

ექიმები გვირჩევენ მოვერიდოთ როგორც მზის ულტრაიისფერ სხივებს, ისე გაჯეტების ცისფერ გამოსხივებას. ჩვეულებრივ სელფსაც კი შეუძლია თავისი მავნე ზეგავლენ მოახდინოს კანზე.კალიფორნიის ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სმარტფონების გამოსხივება კიბოს, რეპროდუქციული ორგანოების დაავადებებს და ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს.


0
124
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0