x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ოჯახი ბუნებაში მგლის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. აი, როგორ მოიქცა მამა...

image


ოთხ წევრიანი ოჯახი, კანადაში მოგზაურობისას, ღამით, მტაცებელი ცხოველის თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. დაზარებულების თქმით, ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. "ეს ნამდვილ საშინელებათა ფილმს ჰგავდა, " - იხსენებს ჯერ კიდევ შოკის მდგომარეობაში მყოფი ამერიკელ ელიზა რისპოლი. და მისი მეუღლე მეთი, საძილე ტომრებში იწვნენ, მათ ორივე შვილ კი, გვერდით უკვე ეძინათ, როდესაც მოულოდნელად ოჯახს თავს მგელი დაესხა.


image


"რთულია რაიმე აღვწერო, რადგან ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, ის, რაც თავს გადაგვხდა, " - დაწერა რისპოლიმ ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში. "ღამით, როდესაც ბანფის ეროვნულ პარკში, უკვე კარვში ვიწექით, მგელი თავს დაგვესხა... სანამ ცხოველი ჩვენს საძილე ტომრებსა და მეთის ხელს მთელი გამეტებით გლეჯდა, მეუღლე როგორც შეეძლო მე და ბავშვებს ისე გვიცავდა.


image


ჩვენ შველას ვითხოვდით, ვყვიროდით, მეჩვენებოდა თითქოს ეს სისხლიანი ბრძოლა საუკუნეს გრძელდებოდა. ბავშვებს გადავეფარე, მეთმა ცხოველი მიწაზე, ქვეშ მოიქცია და დასისხლიანებული, შიშველი ხელებით, შეშლილი ცხოველის გაღებული პირის რაც შეიძლება დიდხანს, ამ მდგომარეობაში შენარუნებას ცდილობდა. თუმცა, არც გაცოფებული მგელი აპირებდა დანებებას და მისი კარვიდან გათრევას, ყველანაირად ლამობდა.


image


ამასობაში, მე რაც ძალი და ღონე მქონდა მეუღლის ფეხს ჩაბღაუჭებული მის დაჭერას ვცდილობდი. მეზობელი კარვიდან, ჩვენი მფარველი ანგელოზი - რასი, ყვირილის გაგონებისთანავე, ბანაკისკენ გამოეშურა და მგელს თავში ხელკეტი ჩაარტყა, რის შემდეგაც მან მეთი საბოლოოდ გაათავისუფლა. სანამ მხეცი გონს მოეგებოდა, ბავშვებთან ერთად, უცებ კარვიდან გამოვიქეცით და რასის, მინი ფურგონისკენ გავეშურეთ, კაცები ნელ- ნელა უკან იხევდნენ და მგლის მიმართულებით დიდ ქვებს ისვროდნენ, თუმცა, გონს მოსვლა ცხოველმა მალევე შეძლო და მამაკაცებს უკან დაედევნა. დილით, პარკის ხელმძაღვნელობაც გამოჩნდა, რომელმაც ბანაკის ევაკუაცია მოახდინა, ხოლო მტაცებელი ცხოველი სიცოცხლეს გამოასალმა. მეთი მრავალრიცხოვანი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, "- იხსენებს 8 აგვისტოს საშინელ ღამეს ელიზა. როგორც კანადის პარკის სამსახურმა განაცხადა, დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ მათ მიერ მოკლული მგელი სწორედ ის იყო, რომელიც ღამით, ოჯახს თავს მოულოდნელად დაესხა.


image


"მეთი - ჩვენი ნამდვილი გმირია, რაც შეეხება რასის, ჩვენ მისი სამუდამოდ მადლობლები დავრჩებით, რომელიც ჩვენს დასახმრებლად მოვიდა და რომელმაც მეთის სიცოცხლე იხსნა, " - აღნიშნა რისპოლიმ.



0
1399
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1399