x
შეხებით გამოწვეული შიში და აკრძალვა, ტაბუ

ადამიანი ოდესღაც, ადრეულ ბავშვობაშიც, შეხებით გამოწვეულ უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა, რომლის მიზანიც მოსალოდნელზე მეტად სპეციფიკური იყო.ამ სიამოვნებას მალევე გარედან აკრძალვა დაუპირისპირდა, რომელიც სწორედ ამ მოქმედებას კრძალავდა.ადამიანი ამ აკრძალვას დაემორჩილა, რადგან მან საყრდენი შინაგან ძალებში(რადგან ამას მისი საყვარელი ადამიანები კრძალავდნენ) იპოვა.ეს აკრძალვა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ის ლტოლვა, რომელიც შეხების სურვილში გამოიხატებოდა.მაგრამ ბავშვის პრიმიტიული ფსიქიკური კონსტიტუციის გამო აკრძალვამ ეს ლტოლვა ვერ გადალახა.მან მხოლოდ ლტოლვის შეხებით გამოწვეული სიამოვნების არაცნობიერში განდევნა მოახერხა.ასერომ ერთდროულად აკრძალვაც შენარჩუნდა და ლტოლვაც.ლტოლვა კი არ გაქრა, განიდევნა, აკრძალვა კი ამ ლტოლვის გაუჩინარების კვალდაკვალ ცნობიერებაში შეიჭრა და განხორციელდა.წარმოიქმნა მოუგვარებელი სიტუაცია, ფსიქიკური ფიქსაცია და მისგან გამომდინარე ყველა მოვლენა აკრძალვისა და ლტოლვის მუდმივი კონფლიქტის შედეგია.image


ბავშვს მუდმივად სურს, გაიმეოროს ეს მოქმედება, შეხება, მაგრამ ვერ ბედავს, რადგან ეშინია.აკრძალვა ცნობიერდება, შეხების მუდმივი სურვილი კი არაცნობიერია და ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცის.ეს ფსიქოლოგიური მომენტი რომ არ არსებულიყო, მაშინ ეს ამბივალენტურობაც დიდხანს ვერ შენარჩუნდებოდა და ა მ შედეგსაც არ გამოიღებდა.


ახლა კი ვცადოთ, ტაბუ ისე განვიხილოთ, თითქოს მას ჩვენი პაციენტებისათვის დამახასიათებელი აკვიატებული აკრძალვის ბუნება ჰქონდეს.თავიდანვე ნათელია, რომ ტაბუს აკრძალვები მეორადი გადანაცვლებისა და დამახინჯების შედეგად წარმოქმნილი მოვლენებია.ტაბუს წარმოშობა ველური ადამიანებიდან მომდინარეობს, მაგრამ ცხადია არავითარი აზრი არ ააქვს მათ ვკითხოთ რაიმე ამ აკრძალვების მოტივისა და მისი წარმოშობის შესახებ.ეს მოტივი მათთვის არაცნობიერია და აამიტომ იმის მოლოდინი, რომ მათგან რამეს შევიტყობთ, ფუჭია.ტაბუ უძველესი აკრძალვებია, რომლებიც პრიმიტიულ ხალხებს ოდესღაც მოახვიეს თავს, ანუ რომელიღაც თაობას წინა თაობამ იძულებით დაუდგინა წესად.აკრძალვები ეხებოდა ისეთ მოქმედებებს, რომლებისკენაც ეს ხალხი განსაკუთრებულ მიდრეკილებებს ავლენდა.აკრძალვები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, თაობები კი მათ ტრადიციის, მშობლების ან საზოგადოებისავტორიტეტის წყალობით ინარჩუნებდნენ.მემკვიდრეობით გადაეცემოდათ, როგორც ფსიქიკური სიმდიდრე.


ადამიანმა შეიძლება ტაბუ არ დაარღვიოს, მაგრამ დროებით ან მუდმივად წარმოადგენდეს ტაბუს, რადგან მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება, მეორე ადამიანში ფარულ სურვილებსა და კონფლიქტს იწვევს.ასეთია განსაკუ
თრებული მდგომარეობის უმრავლესობა და ისინი საშის ძალას ფლობენ.მეფე, დედოფალი, ტომის ბელადი თავიანთი უპირატესობის გამო შურს იწვევენ.მეფობა ალბათ ყველას უნდა.მიცვალებული, ახალშობილი, ქალი მენსტრუაციის დროს უმწეობის გამო ცდუნებას აღძრავენ, სქესობრივად ახლად მომწიფებული ადამიანი სიამოვნების განცდის მოლოდინს აღვიძებს.რადგან არ შეიძლება ცდუნებას აჰყვე, ამიტომ ყველა ეს ადამიანი ტაბუა.image


ახლა კი შევაჯამოთ, ტაბუ უძველესი, გარედან(რომელიმე ავტორიტეტის მიერ) თავს მოხვეული აკრძალვაა, რომელიც ადამიანის ძლიერ ლტოლვას უპირისპირდება.ამ აკრძალვის დარღვევის სურვილი ყველა ადამიანის არაცნობიერში აგრძელებს არსებობას.ტაბუს ჯადოსნური ძალა ის გახლავთ, რომ ის ცდუნებისკენ უბიძგებს, ეს ძალა გადამდებია.ტაბუს დარღვევით ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვის სურვილი რაღაც მნიშვნელოვანზე უარის თქმით ადასტურებს, რომ ტაბუს წესის დაცვას საფუძვლად რაღაცაზე უარის თქმა უდევს.




ასევე დაგაინტერესებთ:

1.ტაბუ და მისი მნიშვნელობაimage

2.ფსიქიკური აშლილობის ტიპები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთimage







0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0