x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ასე იცხოვრე 22 წელი, ოცდასამი ვეღარ შეასრულე! - გარდაიცვალა 22 წლის ანრი ვარშანიძე

image

გარდაიცვალა 22 წლის ანრი ვარშანიძე...
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.
სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 22 წელი, ოცდასამი ვეღარ შეასრულე! თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს _ სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს... ვერ შეძლეს ექიმებმა შენი გადარჩენა...

უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა შენს ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო ანრი ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი შვილი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ - საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა ... ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი თბილი ღიმილის ბიჭი იქნები...!
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო ვაჟკაცი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.
არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი...
და ბოლოს-მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი დედა მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: "დედა მოგიკვდეს შვილო"...
------------------------------------------------------------
იტანჯება ყველა ვინც გიყვარდა

ამ ტანჯვის მიზეზი შენ ხართ იცოდე..

შენ ისეთი ლამაზი სიცოცხლე დატოვე

ალბათ სიკვდილსაც კი შერცხვა..! --------------------------------------------------------------- ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება,

ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს,

დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს,

უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს.

ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად,

ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს...

ალბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა,

დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს,

ეხლა ყველაფერი თითქოს გვიანია,

ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება,

შენი გულისტკენა ყველას გვინანია,

ვხვდებით რომ ჩვენი ძმა ძლიერ გვენატრება,

ისე არ ჩაივლის სუფრა ჩვენებური, ძმაო რომ არ გადღეგრძელოთ...

ისევ გვენატრება სახე შენებური, და ამ მონატრებით შევსვავთ სადღეგრძელოს... ----------------------------------------------------------- რომ მცოდნოდა ასე მწარედ იტირებდით,

რომ გამეგო სინანული შეგიპყრობდათ,

სიკვდილისკენ სანახევროდ გადახრილი დახმარებას მოგანდობდით ჭირისუფალს,

ნუ მიტირებთ ცრემლის ზღვაში დავიხრჩობი,

მე თქვენამდე ვეღარ მოვალ ...

რა ვიცოდი სიცოცხლეზე დანატრებულს სიკვდილი თუ ასე მალე გამაქრობდა,

უცაბედად დამეხუჭა თვალები და უფლისაგან გზა ზეცისკენ დამელოცა,

მაპატიეთ თუ ბევრი რამ ვერ გითხარით,

ბედისწერა დიდხანს ვეღარ დამელოდა...

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს უკეთილშობილესს ქალბატონს მზიას შვილის ანრი ვარშანიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
image

1
118
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
118
  
2019, 26 აგვისტო, 15:43
ნათელი დაადგეს....
0 1 1