x
მეტი
  • 17.09.2019
  • სტატია:94841
  • ვიდეო:342590
  • სურათი:456866
ბავშვის სახე, რომელიც სირიაში ომის მთელ ტრაგედიას ასახავს

image


შეუძლებელია ცრემლების გარეშე ყურება.


როგორც "BBC" იუწყება, 2018 წელს, 3 წლის ჯუმამ სირიაში საჰაერო დარტყმისას მხედველობა დაკარგა. მაშინ, როდესაც ოჯახთან ერთად ავტობუსით, ბავშვი ომისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ნამსხვრევი მას პირდაპირ თვალში მოხვდა, როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, თავდასხმა თურქული ჯარების მხრიდან იქნა განხორციელებული. საჰაერო თავდასხმისას ჯუმას გარდა, ასევე მამაც დაიჭრა. მან ფეხის თითქმის ყველა თითი დაკარგა და დღემდე მეხსიერების პრობლემით იტანჯება.


image


ჩრდილოეთ სირიაში, ერთი პატარა სოფლის, ქურთულ ოჯახს იმ დღის გახსენება დღემდე უჭირს. ოჯახმა სირიას თავი სასწაულებრივად, მაგრამ მაინც დააღწია და მეზობელ ლიბანში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც დღესდღეობით, ბეირუთის ღარიბ რაიონში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ.


image


ჯუმას იარები შეხორცებული დღემდე არ აქვს. პატარას, შუშის ნამსხვრევები ჭრილობებიდან ჯერ კიდევ სცვივა. სიცოცხლეზე შეყვარებული 4 წლის ბიჭუნა, მიუხედავად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისა, უხილავი სამყაროს მიღმა ცხოვრების სიყვარულს მაინც ვერ ელევა.


image





0
40
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
40