x
ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ყიდულობენ ცოლებს
image


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საკმაოდ მოიკიდა ფეხი ფემინიზმმა და თანასწორ უფლებათა დამცველებმა, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ქორწინებისთვის სასიძოს მხოლოდ ფული და საპატარძლოს ოჯახის წევრების თანხმობა სჭირდება, ხოლო თავად საპატარძლოს აზრი არავის აინტერესებს.


ბულგარეთი


კალაიჯის ბოშათა ბანაკში მიღებულია საპატარძლოსთვის წელიწადში ოთხჯერ ბაზრობის მოწყობა. გოგოს ფასს მისი ოჯახი აწესებს. ფასს რათქმაუნდა გარეგნული მონაცემები განაპირობებს. ყველაზე ძვირიანი გოგონები ისინი არიან, ვისაც ღია ფერის კანი და ცისფერი თვალები აქვთ. საბოლოო ფასი დაახლოებით 10 ათას დოლარს შეადგენს.



ინდოეთი


ინდოეთში საპატარძლოსთვის ხან ხელზე იხდიან ფულს, ხან შინაური პირუტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია სასიძოს ფინანსურ მდგომარეობაზე და საპატარძლოს ოჯახზე. ამრიგად გოგონების "გათხოვებით" მიღებული შემოსავლით მშობლებს საშუალება ეძლევათ ერთ ან რამდენიმე ვაჟს განათლება დაუფინანსონ. გოგონებს უმეტესად არაფრის უფლება არც საკუთარ ოჯახში აქვთ, არც ქმრის ოჯახში გათხოვების შემდეგ. მაგრამ თუ საქმე ეხება პრესტიჟულ სასიძოს, მაშინ ოჯახი პოტენციური სარძლოსთვის მზითვების შეგროვებას იწყებს, რომ ღირსეულად მოხდეს მათი დანათესავება.


ჩინეთი


ქვეყანაში შობადობის პოლიტიკა მკაცრად აკონტროლებს მკვეთრ გენდერულ დისბალანსსს. 100 გოგონაზე 120 ბიჭი მოდის, ექსპერტები კი იუწყებიან, რომ 10 წელიწადში ჩინელი მამაკაცები იძულეებული იქნებიან დასაოჯახებლები დარჩნენ. ამიტომ ჩინელები ზად არიან უცხოელებზე დაქორწინდნენ. ჩინელი გოგონები ფულის გამოც თხოდებიან და თავს ზოგჯერ 25 ათას დოლარადაც აფასებენ. გარდა ამისა, სასიძოები ვალდებულები არიან ძვირფასეულობაც დაახვედრონ მომავალ ცოლს.


კენია



ამ ქვეყანაში ხილულ ფასეულობებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ მომავალი ცოლისთვის ძროხებით და წვრილფეხა შინაური ცხოველებით იხდიან. ფულის გადახდას კი არ მიესალმებიან.


შუა აზია


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაუბრუნდა კალიმას ტრადიციას, ანუ ქალის გამოსყიდვას. მაგალითად ტაჯიკეთში კარგი გოგოს ფასი დაახლოებით 800 დოლარია, ყაზახეთში 500-დან 3000 დოლარამდე მერყეობს ფასები, თურქმენეთში 1000-3000 დოლარი. ყველაზე იაფი ფასები უზბეკეთშია, აქ ფასები 30 დოლარიდან იწყება.


ფასი დამოკიდებულია სილამაზეზე და განათლებაზე ( რაც მეტად განათლებულია, მით მეტი ღირს), შეუბილწავ რეპუტაციაზე და ოჯახის სტატუსზე. ასევე მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეგიონსაც. სოფლიან რეგიონებში კალიმას ფასი მეტია. ამასთანავე სასიძო ძვირფასეულობას ჩუქნის ოჯახის ყველა წევრს და თავად საპატარძლოს ძვირად ღირებულ სამკაულებს.


ახლო აღმოსავლეთი


ირანში საპატარძლოსთვის გადახდა 20 ათასი დოლარიდან იწყება, ემირატებში- 11 ათასი დოლარიდან, რომელშიც არ შედის ძვირადღირებული სამკაულები, საუდის არაბეთში ფასი აქლემების მიხედვით გამოითვლება, ძირითადად 100 აქლემის ფარგლებში მერყეობს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თითო აქლემი 1000 დოლარზე ნაკლები არ ღირს. თუმცა ღარიბ ოჯახს რამდენიმე აქლემითაც შეუძლია ფონს გავიდეს.









ასევე ნახეთ

რესტორნის ყველაზე უცნაური "სერვიზი", შეიძლება მადა დაკარგოთ ( ფოტოები)


ბოიფრენდის გამო გოგონამ წონაში მატება დაიწყო და ის უკვე 110 კილოა.


63 წლის ავსტრალიელი ქალი მოდელივით გამოიყურება ( ფოტოები)


სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა


როგორ გამოიყურებიან იდეალური მამაკაცები სხვადასხვა ქვეყნებში


ჭუჭყიანი პატარძალი და ნაცემი სიძე - ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები



0
384
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0