x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სააკაშვილის პაროდისტმა გიორგი აფციაურმა პოლიტიკური პარტია შექმნა
image

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც წარსულში საზოგადოებამ პაროდიებით და მსახიობობით გაიცნო, პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მან პირველი ოფიციალური პოლიტიკური განცხადება ძალზე ორიგინალურად გააკეთა და მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა.


უფრო კონკრეტულად კი - ცნობილი ქართველი იუმორისტი გიორგი აფციაური პოლიტიკურ პარტიას ქმნის. აფციაური წარსულში მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ცნობილი საზოგადო პერსონების პაროდიის შექმნით იყო ცნობილი, იგი იყო რუსთავი 2-ის გაცადემა „თქვენი შოუ-ს პროდიუსერი, წლების განმავლობაში მუშაობდა აგრეთვე „კომედი შოუშიც“.


აფციაურმა ჯერ კიდევ 2017 წელს სამოქალაქო მოძრაობა „სუფთა ხელი დააფუძნა. ახლა კი უკვე ღიად ავცადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. აფციაურის განცხადებით, იგი 2020 წელს პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს.



ამჯერად პაროდისტმ აფციაურმა პოლიტიკური განცხადება ორიგინალურად გააკეთა და უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ახალგაზრდა მეცნიერების შემოსვლა გვამცნო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც „გიორგი აფციაური-სუფთა ხელი“ ჰქვია. ვიდეოს მოკლე ხანში ათეულ ათასობით ნახვა აქვს.


ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი შემდეგია „ახალი ჟღერადობის ნოტები ახალგაზრდა მეცნიერები არიან, რომლებიც მიმოფანტულია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და როცა ეს ნოტები ერთ პიუპიტრზე განლაგდება ვიოლინო დაიწყებს დაკვრას და აღარ გაჩერდება“.


0
296
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0