x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
"ნამუსიც კაი ძროხაა. ესე როგორ უნდა გაიწყვიტო შუბლის ძარღვი" - ბაია პატარაია თამარ ჩუგოშვილს

image


უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "რუსთავი 2" - ის განადგურება ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას ტიპური ქმედებაა, რომელმაც ჟურნალისტების ნაწილს არხის დატოვების გადაწყვეტილება სწორედ, ბულინგის ქვეშ მიაღებინა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით ის ასევე, იმ ჟურნალისტების გამო წუხს, ვინც არხი დატოვა: "სამარცხვინო განცხადება! პ.ს. ნამუსიც კაი ძროხაა. ესე როგორ უნდა გაიწყვიტო შუბლის ძარღვი, რომ რ2 განადგურება ისევ რუსთავი ორელებს დააბრალო?! ტყუილად გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ამ სამარცხვინო ტყუილებს ვინმე ჭამს. რაც არ უნდა ეძახო შავს თეთრი, არ გათეთრდების ყორანი... ნუ, მოკლედ რა... აღარ ვაპირებ მე ადამიანზე გამოსარჩლებას, აწი, ჩუმად მოვისმენ ხოლმე მის ლანძღვას..." - დაწერა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში.






0
704
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
704