x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
"კურიერს" 9 საათზე ნინო თოლორდავა წაიყვანს, დღის გამოშვებებს კი გვანცა დარასელია

image


რუსთავი 2-ზე "კურიერის" მთავარ გამოშვებას 9 საათზე ჟურნალისტი ნინო თოლორდავა გაუძღვება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.


თოლლრდავა წლების განმავლობაში ჯეოსელში მუშაობდა. მისი პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივ მაუწყებელზე შედგა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას საინფორმაციო გამოშვება "მოამბე" მიჰყავდა. შემდეგ ნინო თოლორდავა ტელეკომპანია "მაესტროზე" გადავიდა სადაც ასევე წლების განმავლობაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანად მუშაობდა. მან მაესტრო მას შემდეგ დატოვა, რაც არხი "იმედის" ჰოლდინგში გაერთიანდა და ძირეული ცვლილებები განხორციელდა.


"მაესტროს" დატოვების შემდეგ ნინო თოლორდავა პიარში ინაცვლებს. ბოლო დრომდე ის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.


"კურიერის" დღის გამოშვებებს სავარაუდოდ რუსთავი 2-ის ერთერთი სახე გვანცა დარასელია გაუძღვება. კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დილის პროგრამების წამყვანი გვანცა დარასელია რუსთავი 2-ის დატოვებას არ აპირებდა და კურიერში დაჯდომაზე დაითანხმეს.


გვანცა დარასელიას მეუღლე ირაკლი ალასანიას პარტიიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. იმთავითვე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ რუსთავი 2-ის ერთერთი წამყვანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არ იყო.


რაც შეეხება ნოდარ მელაძის შემცვლელს, რომელიც კურიერს უხელმძღვანელებს, საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ნინო შუბლაძის არხზე მისვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ შუბლაძე თავს იკავებს და ცენზურის როლში ყოფნა არ სურს.


ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ კურიერის აღდგენა რამდენიმე დღეში მოხერხდება და საინფორმაციო გამოშვება სექტემბრიდან დაბრუნდება.


სავარაუდოდ, არხზე რჩება მაია ასათიანი და "პროფილის" გუნდი. ცნობილია ისიც, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი შინაარსის გადაცემები აღარ იქნება. ნანუკას შოუც ფორმატს შეიცვლის და სოციალური პროექტი გახდება. ამიტომაც მაია ასათიანი არ ჩქარობს საჯარო განცხადების გაკეთებას და რუსთავი 2 -ის დატოვებას, რადგან მათთვის ცნობილია გვარამიას გადაწყვეტილება, რომ მათ ყვითელი ფორმატის გასართობ გადაცემებზე მთლიანად უარი თქვეს...

0
332
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0