x
მეტი
  • 19.09.2019
  • სტატია:94914
  • ვიდეო:342604
  • სურათი:456926
მეცნიერებმა გააკეთეს პროგნოზი, თუ რომელ მხარეებს ემუქრება კლიმატური კატასტროფები

image

გლობალური დათბობის გამო, დღეს ექსტრემალური ამინდის მოვლენების სიხშირე გაიზარდა მთელ მსოფლიოში: უკიდურესი სიცხე და ძლიერი წვიმა.

გლობალური ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსი ცელსიუსით გამოიწვევს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შუა სიგრძეებში ზაფხულობით მაღალ ტემპერატურას და გვალვის გახანგრძლივებას, რასაც მოჰყვება დიდი წვიმები და წყალდიდობის საშიშროება.- წერენ მეცნიერები ჟურნალ Nature Climate Change.-ში.


image


”ჩვენმა მოდელმა აჩვენა, რომ თუ პლანეტა 2 გრადუსით მეტად გათბება, ზაფხულის ამინდი უარყოფით ცვლილებას განიცდის. ზაფხული გახდება ცხელი და მშრალი ხანგრძლივი პერიოდით. ასევე ძლიერი წვიმების რაოდენობა გაიზრდება. ”- ამბობს პიტერ პფლაიდერერი, ბერლინის გუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) კვლევის წამყვანი ავტორი.


გლობალური დათბობის გამო, დღეს მთელ სმსოფლიოში გაიზარდა ექსტრემალური ამინდის მოვლენების სიხშირე: უკიდურესი სიცხე და ძლიერი წვიმა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამგვარი ცვლილებები უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაზე, აგრეთვე გარემოზე, მათ შორის ტყის ხანძრის გაზრდის რისკზე. ექსტრემალური ამინდის მოვლენები ხშირად ფასდება ინტენსივობის ან სიხშირის თვალსაზრისით, თუმცა, როგორც პიტერ პფლაიდერერის გამოკვლევა აჩვენებს, მათი ხანგრძლივობა და სიხშირე სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

” ხანგრძლივი წვიმა ზრდის ძლიერი წყალდიდობის რისკს. ბოლო ს მომხდარი მაგალითები შესანიშნავი ილუსტრაციაა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში.


image

მეორეს მხრივ, 2018 წელს ევროპულმა სითბურმა ტალღამ გამოიწვია ცხელი და მშრალი ამინდები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამან ხელი შეუწყო გერმანიაში ხორბლის მოსავლიანობის შემცირებას 15 პროცენტით. ”- აღნიშნავს კვლევის ავტორი.

პიტერ პფლაიდერერის და მისი გუნდის გამოთვლებით, არასასურველი შედეგით, ორი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში თბილი და ცხელი პერიოდების ალბათობა 4 პროცენტით გაიზრდება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, ხოლო ცენტრალურ ჩრდილოეთ ამერიკაში 20 პროცენტამდე. ამავე დროს, ნალექის გახანგრძლივების რისკი გაცილებით მოიმატებს - 26 პროცენტით მთელს ჩრდილოეთ ზომიერ ზონაში.

”უფრო მაღალი დონის დათბობის შემდეგ, მოსალოდნელია ზაფხული კიდევ უფრო ექსტრემალური გახდეს. თავის მხრივ, პარიზის ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რომელიც ითვალისწინებს 1.5 გრადუსიანი ცვლის ნიშნის შენარჩუნებას ინდუსტრიულ ინდიკატორთან მიმართებაში, საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილებები. ამასთან, ემისიების ამოფრქვევის შემცირების ამჟამინდელი ნელი ტემპი იწვევს გლობალური ტემპერატურის 3 გრადუსამდე გაზრდას, ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გადავდოთ მაკორექტირებელი მოქმედებები. ”- დასძინეს კვლევის ავტორებმა.

0
469
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0