x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
თევზმა "ორი პირით“ მეთევზეები გააოგნა: "რაც ვნახე მთელი ცხოვრება მემახსოვრება“

image


ამჯერად, თევზაობა მართლაც, რომ წარმატებული აღმოჩნდა!


ნიუ-იორკელმა დები გედესმა ამერიკისა და კანადის საზღვარზე, მდებარე ტბა შამპლეინში, უცნაური თევზი დაიჭირა, რომლის ფოტოებმაც მთელი სოციალური ქსელი ააფეთქა. როგორც "Fox 13 News"-ი იუწყება, ტბის კალმახს არც მეტი, არც ნაკლები ორი პირი აღმოაჩნდა. ამ ფაქტით შოკირებული თავად დებიც გახლდათ. "თვალებს არ ვუჯერებდი, როცა თევზი ნავში ამოვიყვანეთ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, "- აღნიშნა გაოგნებულმა ქალმა.


image


უჩვეულო გარეგნული იერის მიუხედავად, მუტანტი თევზი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. დებიმ და მისმა მეუღლემ თევზი წყალში, მხოლოდ მას მერე გაუშვეს, რაც სამახსოვროდ, რამდენიმე ფოტო გადაუღეს.


image


მას შემდეგ, რაც დები გედესმა ინტერნეტში უჩვეულო თევზის ფოტოები გაავრცელა, სოციალური ქსელის მომხმარებლის მხრიდან ტბის კალმახის უჩვეულო გარეგნულ მხარესთან დაკავშირებით, არაერთი მოსაზრება და ფაქტებით გამყარებული შეხედულება გამოითქვა.


image


თუმცა, როგორც ადგილობრივმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, მუტაცია შეიძლებოდა რომ კანადის მხრიდან, ვერმონტის შტატის საზღვარზე მდებარე ტბაში ჩამდინარე წყლების გამო განვითარებულიყო, რამაც სოციალურ ქსელში, სადაც მუტანტი თევზის ფოტოები იქნა ატვირთული, საზოგადოების დიდი მღელვარება გამოიწვია.










0
219
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
219