x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპს რუსეთის "დიდი შვიდეულის" სამიტზე დაბრუნება სურს
image


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით მიწვეული იქნება "დიდი შვიდეულის" მორიგ სამიტზე, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.


ტრამპმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ G7 ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს რუსეთის დაბრუნების საკითხი, თუმცა ზუსტად როდის მოხდება არ იცის.


პარალელურად იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo იუწყება, რომ "დიდმა შვიდეულმა" G8 ფორმატზე გადასვლის საკითხი განიხილა, ამასთანავე გამოცემამ ისიც დასძინა, რომ "ამ საუბრის შინაარსი საიდუმლოდ დარჩება".



2020 წლისთვის G7 სამიტზე მოსკოვის მიწვევას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მას დაეთანხმა დონალდ ტრამპი, რადგან "ბევრი საკითხი, რომელიც სამიტზე განიხილება, ეხება რუსეთს."

image

შეგახსენებეთ, "დიდმა რვიანმა"(G8) არსებობა შეწყვიტა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, მაშინ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს რუსეთთან ერთად სამიტის გამართვაზე.



დიდი შვიდეულის ქვეყნებში შედიან:საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია, იტალია და კანადა, რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში "დიდ რვიანად " გადაიქცევა, როგორც ეს 2014 წლამდე იყო.


ტრამპის წინადადებას უკვე გამოეხმაურნენ კრემლში.

"პრეზიდენტმა პუტინმა უკვე განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, რომ თუ იქნება დაბრუნებაზე საუბარი, აუცილებლად განვიხილავთ"-აღნიშნა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.







0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0