x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მეგა შოუ „მხოლოდ ქართული“ რუსთავი 2-ზე რჩება, თუ „მთავარ არხზე“ გადავა?
image


რუსთავი 2 ზე მიმდინარე პროცესების გამო საზოგადოებაში დიდია ინტერესი სხვა გასართობი სატელევიზიო პროექტების შესახებ. ჯერ კიდევ რუსთავი 2 ზე რჩება კომედი გრუპის გასართობი გადაცემები, მათ შორის ვანო ჯავახიშვილი და დანარჩენი მსახიობები. მიუხედავად იმისა, რომ კომედი არხმა მაუწყებლობა კურიერის დახურვიდან 55 წუთში შეწტვიტა, კომედი შოუს მსახუობებს არხის დატოვების შესახებ განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ. დღეს ეთერში ჩვეულებისამებრ გავიდა კომედი შოუს მორიგი გამოშვება.


ამ ფონზე სულ უფრო აქტუალურია კითხვა, სხვა გასართობი პროექტები ნიკა გვარამიას გუნდს გაჰყვება, თუ გაემიჯნება მათ. მითუმეტეს, რომ ცნობილია ისიც, ფორმულა კრეატივი და მისი პოპულარული პროექტი - სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ არც რუსთავი 2-ზე რჩება და არც ახლადშექმნილ „მთავარ არხზე“ გადავა. მათ მიიღეს გადაწყვეტულება, რომ დამოუკიდებლად იმუშაონ და ტელეკომპანია „მესამეს“ ეთერში იყვნენ. მათ სპონსორად კი დავით კეზერაშვილი მოიაზრება და ამას არცერთი მხარე არ მალავს.


დღეს გაირკვა ისიც, რომ კიდევ ერთი პოპულარული მეგა პროექტი "მხოლოდ ქართული" რუსთავი 2-ს დატოვებს და გვარამიას გუნდს გაჰყვება. მუსიკალური შოუ ეთერში "მთავარ არხზე" გავა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.



"მთავარ არხზე გიორგი გაბუნიაც იქ არის, კურიერის შემადგენობა და წინ ბევრი საინტერესო ამბები გელოდებათ", -აღნიშნა ნანუკამ.


ცნობილია, რომ მეგაპროექტების სხვა არხებზე გადასვლის შემდეგ ორიოდ წლის წინ მხოლოდ ქართული ნიკა გვარამიას იდეა იყო, მან პროექტი დააპატენტა და იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საავტორო უფლებები ნიკა გვარამიას ეკუთვნის/. ეს კი სწორედ იმ მიზნით გააკეთა, რომ პროექტი სხვაგან აღარ წაეღოთ და მუდმივად გვარამიას ექსკლუზივი ყოფილიყო.

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0