x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
მენინგიტი

image
მენინგიტი არის თავის ტვინის გარსების ანთება.გარსები წარმოდგენილია 3 შრით, რომლებიც ფარავს თავისა და ზურგის ტვინს.მენინგიტი ვითარდება მაშინ, როდესაც გარსების შემომსაზღვრელი სითხე ინფიცირდება.
მენინგიტის გამომწვევი ყველაზე ხშირად არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, ასევე შესაძლოა მიზეზი იყოს კიბო, ქიმიური გამღიზიანებელი, სოკო, სამკურნალო ნითვიერებებით გამოწვეული ალერგიები.ზოგიერთი ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტი კონტაგიოზურია, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან მჭიდრო კონტაქტით.ანთების საწყის ეტაპზე ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტის სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა პირველის სიმპტომები მეტად სერიოზულია.სიმპტომები გარკვეულწილად დამოკიდებულია ასაკზეც.
ვირუსული მენინგიტის სიმპტომებია:
უმადობა
ადვილად აღგზნებადობა
უძილობა
აპათიურობა
მომატებული ტემპერატურა

ზრდასრულებში ვლინდება :
თავისტკივილი
მომატებული ტემპერატურა
კეფის კუნთების რიგიდობა
გულყრა
მგრძნობიარობა სინათლის მიმართ
უძილობა
აპათიურობა
გულისრევა და ღებინება
უმადობა

ბაქტერიული მენინგიტის სიმპტომები:
ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა
გულისრევა და ღებინება
მგრძნობიარობა სინათლის მიმართ
ადვილად აღგზნებადობა
თავისტკივილი
მომატებული ტემპერატურა
ციება
კეფის კუნთების რიგიდობა
მეწამული ან წითელი ფერის ლაქები კანზე
უძილობა
აპათიურობა

სოკოვანი მენინიგიტის სიმპტომები:
გულისრევა და ღებინება
მგრძნობიარობა სინათლის მიმართ
მომატებული ტემპერატურა
თავისტკივილი
დაბნეულობა და დიზორიენტაცია

მენინგიტის გამომწვევი ბაქტერია აზიანებს კაპილარების ირგვლივ მდებარე უჯრედებს, ზიანდება კაპილარებიც და იწყება სისხლის მსუბუქი გაჟონვა, რაც კანზე გამოსახება, როგორც ვარდისფერი, წითელი ან მეწამულის ფერი გამონაყარი, რომელსაც ხშირად შეცდომით აღიქვამენ ჩალურჯებებად.ინფექციის გავრცელებასთან ერთად გამონაყარი უფრო მკვეთრი ხდება, იზრდება და მუქდება.

ვირუსული მენინგიტის გამომწვევებია:
A და B ჯგუფის კოქსაკის ვირუსი
ექოვირუსი
დასავლეთ ნილეს ვირუსი
ინფლუენზა
ეპიდემიური პაროტიტი
აივ ინფექცია
წითელა
ჰერპეს ვირუსი

ბაქტერიული მენინგიტი მომაკვდინებელია-ბავშვების 5-40%, ხოლო ზრდასრულების 20-50% იღუპება.
ბაქტერიული მენინგიტის გამომწვევებია :
Streptococcus pneumoniae-პნევმოკოკური მენინგიტი
Neisseria meningitidis-მენინგოკოკური მენინგიტი
listeria monocytogenes
Staphylococcus aureus-
სტაფილოკოკური მენინგიტი

სოკოვანი მენინგიტი იშვიათი ტიპია, გამოწვეული სოკოთი, რომელიც სისხლის მიმოქცევის სიტემით ვრცელდება თავისა და ზურგის ტვინში.მენინგიტის ამ ტიპის განვითარება უფრო ხშირია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.
ყველაზე ხშირი გამომწვევებია:
Cryptococcus
Blastomyces
Histoplasma
Coccidioides

პარაზიტული მენინგიტი-ნაკლებად იშვიათია, ინფიცირება ხდება ზოგიერთი ცხოველიდან, შინაური ფრინველებიდან, უმი თევზიდან და ლოკოკინებდან.
პარაზიტული მენინგიტის ეოზინოფილური სახეობა ნაკლებად იშვიათია, მას მიეკუთვნება : Angiostrongylus cantonensis, Baylisascaris procyonis, Gnathostoma spinigerum.პარაზიტული მენინგიტი არ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე.
ამებური მენინგიტი მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო გამომწვევთა რიგს.დაბინძურებულ ტბებსა და მდინარეებში ცურვისას ამების ზოგიერთი სახეობა ცხვირის ღრუს მეშვეობით აღწევს ადამიანის ორგანიზმში, აზიანებს ტვინის ქსოვილებს, იწვევს ჰალუცინაციებს, გულყრას და სხვა სერიოზულ სიმპტომებს, ასეთია მაგალითად - Gnathostoma spinigerum.
გარდა ამისა მენინგიტი შესაძლოა განვითარდეს თავის ტრავმების, თავის ტვინის ქირურგიული ოპერაციებისა და კიბოს დროს.
თუმცა ნებისმიერი სახის მენინგიტს, იქნება ეს ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი თუ პარაზიტული, აქვთ საერთო მექანიზმი-გამომწვევი იჭრება ორგანიზმში, შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით აღწევს თავისა და ზურგის ტვინამდე და ყალიბდება ინფექცია.

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპზე.
ბაქტერიული მენინგიტი მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას.გამოიყენება ინტრავენური ანტიბიოტიკები.ერთი კონკრეტული სახის ანტიბიოტიკი არ არსებობს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ბაქტერიაა გამომწვევი.
სოკოვანი მენინგიტისას გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
პარაზიტული მენინგიტი-მდგომარეობა შესაძლებელია გაუმჯობესდეს ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშეც, დამოკიდებულია გამომწვევზე.
ვირუსული მენინგიტი-გამოიყენება ინტრავენური მედიკამენტები.

სოკოვანი და პარაზიტული მენინგიტი არ არის კონტაგიოზური.
ვირუსული გადამდებია, გადადის ნერწყვით და ფეკალური გზით.
ბაქტერიული მენინგოკოკი ასევე შესაძლოა იყოს კონტაგიოზური, განსაკუთრებით კი მენინგოკოკური, რომელიც დაავადებულთან ხანგრძლივი კონტაქტით გადადის.

დაავადების გართულებებს მიეკუთვნება :
გულყრა
სმენის დაკარგვა
მხედველობის დაკარგვა
მეხსიერების პრობლემები
ართრიტი
შაკიკი
ჰიდროცეფალია
სუბდურალური ემპიემა

მენინგიტით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს.თუმცა, უფრო ხშირია ბავშვებში.5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან ვირუსული მენინგიტით, ხოლო ჩვილები ბაქტერიულით. ასევე, მაღალი რისკის ქვეშ არიან ორსულები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გამომწვევი არის ბაქტერია Listeria, ვინაიდან ინფექცია ამ შემთხვევაში შესაძლოა გადავიდეს ნაყოფზეც.ამ ბაქტერიით ინფიცირდებიან ფერმერები და ცხოველებთან ხშირი კონტაქტის მქონე ინდივიდებიც.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0