x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
ექსპერტების აზრით,ციმბირის და ამაზონის ხანძარი ადამიანების განზრახ ქმედებას უკავშირდება

image
ისეთი მასშტაბის ხანძარი, როგორიცაა ციმბირში და ამაზონიაში, ტყის მიზანმიმართულ დაწვასთანაა დაკავშირებული. ეს ვერსია შემოგვთავაზეს ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ეკოლოგებმა, იტყობინება RFI.

ექსპერტების აზრით, ბრაზილიის წვიმიან ტყეებში იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე დაფიქსირდა 75 ათასზე მეტი ხანძარი. ადგილობრივი ფერმერები წვავენ მიწებს, რათა გაასუფთაონ ნარჩენი მზარდი კულტურებისგან, დარწმუნებული არიან გარემოსდამცველები.

ისინი აღნიშნავენ, რომ ამაზონიური ხანძარი ციმბირში ტყის ხანძრების მსგავსია. ორივე კი ადამიანის საქმიანობის შედეგია. რუსეთში, ეს ბალახის დაწვის ტრადიციაა, როცა ნარჩენი მცენარეებისგან ასუფთავებენ მიწებს დაწვით, ამბობენ ექსპერტები. მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც კლიმატი იცვლება, ამ დაწვამ კატასტროფული ხანძარი გამოიწვია, კატასტროფული ხანძარი კი აჩქარებს კლიმატის ცვლილებას.

1
124
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
124
  
"...გაოგნდა ერი, უკვე მშიერი, განცვიფრებისგან მხრებაჩეჩილი..."
0 1 1