x
image
ელენე გუმა
Mediator image
ნახეთ, რა მოხდა დღეს ბათუმის სანაპიროზე ? - "ალბათობა რომ ორივე ცოცხლები გამოსულიყვნენ იყო 0%"

image
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქში საოცარ ისტორიას ყვება, რომელიც გუშინ ბათუმის სანაპიროზე მოხდა.


მისი ინფორმაციით, ბიჭმა, სახელად მამუკა ხილაძემ, რომელიც შეზლონგებს აქირავებს სამი ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა.


ამბავი, რომელიც ძალიან ემოციურია, სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და ფეისბუქმომხმარებლები ბიჭს გმირს უწოდებენ.


"დღეს მე ამ ფაქტს ჩემი თვალით შევესწარი.. ვიყავი ბათუმის სანაპიროზე ჩემს ოჯახთან ერთად, იყო საშინელი 5 ბალიანი შტორმი და მაშველებმა თქვეს რომ არ შეიძლებოდა ამ შტორმში შესვლა. ეს გმირი ბიჭი სახელად "მამუკა ხილაძე" რომელიც შეზლუნგებზე მუშაობს იყო სანაპიროზე და თავის სამუშაოს ასრულებდა, ამ დროს მან დაინახა, რომ ბავშვი ტალღამ შეითრია, არც დაფიქრებულა მამუკა გაიქცა და შევარდა ეგრევე შტორმში. ალბათობა რომ ორივე ცოცხლები გამოსულიყვნენ იყო 0% მაგრამ ამ გმირმა ბიჭმა არაფერზე არ დაიხია უკან. უცბად ტირილიც ამივარდა იმიტომ რომ შვილივით მიყვარს მამუკა. ამ მომენტში ვხედავ მამუკას ამ პატარა ბავშთან ერთად, რომელიც ამოჰყავდა ამ შტორმიდან.... 5 წუთიც არიყო გასული ყვირის მამუკას მამა. "მამუკა მეორე ბავშვიც იხრჩობა" და ისევ შეუსვენებლად და დაუფიქრებლად შევიდა ისევ ამ ტალღებში. თავის სიცოცხლეზე არც დაფიქრებულა. ღმერთის წყალობით ისევ გადაარჩინა მეორე ბავშვიც მამუკამ. პატარა ინტერვალის შემდეგ ისევ ისმის ყვირილი "უშველეთ... "და ისევ დაუყოვნებლად შევარდა ზღვაში რო გადაერჩინა უკვე მესამე ბავშვი. . ჩემო მეგობრებო უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა ყვლასთვის და მომეყოლა თქვენთვის ამ გმირი ბიჭის ამბავი რომლის თვითმხილველიც გახლდით მე და ვთხოვ ღმერთს, რომ ესეთი ახალგაზრდები ამრავლოს ღმერთმა.
"მამუკა შვილო უფალს ებარებოდე" - შენი ლეილა დეიდა " - დაწერა ამბის თვითმხილველმა.


image

0
1274
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
1274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0