x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უცხოელი ექსპერტების მტკიცებით სევეროდვინსკის კატასტროფის მასშტაბებს რუსეთი მალავს

image
სევეროდვინსკის მახლობლად საცდელ პოლიგონზე აფეთქებების შემდეგ, რუსეთში მდებარე ბირთვული ტესტების მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის რამდენიმე სადგური გაჩერდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება მალავს საგანგებო მდგომარეობის მასშტაბებს, წერს DW ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებზე დაყრდნობით.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მთლიანობაში რუსეთში არსებობს შვიდი რადიაციული მონიტორინგის სადგური. საგანგებო სიტუაციის შემდეგ, ოთხი ან ხუთი გამოვიდა წყობიდან. შესაძლოა, ის სადგურები, სადაც შეინიშნებოდა რადიაციის მომატება, სპეციალურად გამორთეს: ორი სადგური რუსეთის ევროპულ ნაწილში - დუბნაში და კიროვში, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთით - ბილიბინოში, ზალესოვოში და პელედუში.- აცხადებენ ექსპერტები, რომელთა მოსაზრებებს ავრცელებს მედია.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სადგურების მწყობრიდან გამოსვლა შემთხვევითი არ არის და პირდაპირ კავშირშია სასწავლო მოედანზე მომხდარ აფეთქებასთან. რუსეთის ხელისუფლება მომხდარის მასშტაბებს მალავს.

შეგახსენებთ, რომ სევეროდვინსკის მახლობლად სამხედრო მომზადების ადგილზე აფეთქება მოხდა 8 აგვისტოს. საგანგებო სიტუაციის შემდეგ, დაფიქსირდა რადიაციული დონის მატება რეგიონში. რუსეთის ჰიდრომეტეოროლიგიური სადგურის თანახმად რადიაცია 16-ჯერ გაიზარდა.

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0