x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94894
  • ვიდეო:342606
  • სურათი:456921
მის ხმას ყველა ზეპირად ცნობდა-გარდაიცვალა VHS კასეტების ლეგენდარული მთარგმნელი

imageგასული საუკუნის 80-90-იან წლებში მის ხმას ყველა ცნობდა, თუმცა გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა არავინ იცოდა.

გარდაიცვალა ვიდეოკასტების ეპოქის ლეგენდარული გამხმოვანებელი იური ჟივოვი.იგი 61 წლის იყო.



როგორც ტელეარხ "360"-ს მისმა ძმამ ანდრეი ჟივოვმა განუცხადა, ბოლო წლებში ცნობილ მთარგმნელს თირკმელები აწუხებდა, სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, იური ჟივოვს 25 აგვისტოს მოსკოვში, ხოვანსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.


იური ჟივოვი დაიბადა მოსკოვში. 1958 წლის 9 მაისს, სკოლა პრაღაში დამათავრა(იქ მუშაობდა მამამისი), მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სწავლა გააგრძელა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, უცხო ენების ფაკულტეტზე, შემდეგ სტაჟირებაზე გააგზავნეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ამის შემდეგ მუშაობდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ეკოლოგიურ ორგანიზაციაში.( UNEP)

image

საზღვარგარეთული ფილმების გახმოვანება დაიწყო 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ხოლო 1993 წლიდან მიატოვა სამსახური- UNEP-ი მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმები ეთარგმნა ვიდეოკასეტებისთვის სტუდიაში, ჟივოვმა საკუთარი კარიერის მანძილზე(80-90-იანი წლები) 1300-ზე მეტი მხატვრული და ანიმაციური ფილმები თარგმნა, მათ შორის "ნიღაბი", "მეხუთე ელემენტი" "ტომი და ჯერი" და მრავალი მრავალი ცნობილი ფილმი.



0
137
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0