x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში მამამ ავადმყოფ ქალიშვილს არ დაუთმო თირკმელი,იმის გამო,რომ გოგოა
image

16 წლის კანჩან კუმარი(Kanchan Kumari) სოფელ ავგილიდან უკვე სასკოლო გამოცდებისთვის ემზადებოდა, იგი საკამოდ გარგად სწავლობდა და უმაღლესში ჩაბარებისთვის ემზადებოდა, მაგრამ გოგონა მოულოდნელად ავად გახდა, ორი თვის წინ მშობლებმა იგი ქალაქ პატნას ინდირა განდის სახელობის სამედიცინო კვლევით ცენტრში წაიყვანეს, ანალიზის პასუხი საკმაოდ სასტიკი გამოდგა-გოგონას გაუჩერდა ორივე თირკმელი.


გოგონას სასწრაფოდ სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა-თირკმლის გადანერგვა და რა თქმა უნდა დონორი.უპირველესი ადამიანები, რომლებიც გოგონას დახმარებას შეძლებენ, ესენი არიან მშობლები და უახლოესი ნათესავები.

image


მაგრამ არც ისე მარტივად გამოდგა საქმე, აქ გოგონები იბადებიან იმისთვის, რომ ითვლებოდნენ მეორეხარისხოვან შვილებად, რათა რაც შეიძლება მალე გაათხოვონ და მოიშორონ ზედმეტი ოჯახური ხარჯები.


გოგონა მშობლებმა უარი განაცხადეს საკუთარი თირკმლის გაღებაზე, იმისთვის, რომ საკუთარი ქალიშვილის სიცოცხლე იხსნან, ოჯახურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ 9 ათასი დოლარი, ამდენი ჯდება დონორი და ოპერაცია.

მამას რამაშრამის უარი არგუმენტირებული იყო იმით, რომ ის ერთადერთი მარჩენალი ოჯახის, მან უნდა იმუშაოს და ამისთვის უნდა იყოს ჯანმრთელი, მეორე მიზეზად დაასახელა სქესი.სხვა საქმეა, ის რომ ყოფილიყო ბიჭი.

image

ეს ისტორია მალე ინტერნეტში გავრცელდა და ინდურ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში მოხვდა, პირველი რამაც გააოცა ინდური პრესა, რომ ოჯახმა უარი თქვა გოგონას ოპერაციაზე და დონორზე, მაგრამ არც Chief Minister Relief Fund-ს მიმართა, რომელიც აფინანსებს მსგავს ოპერაციებს.

image

თუმცა გაჩნდა იმედი, რომ გოგონა გადარჩება, ამ ამბის გახმაურების შემდეგ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა მთელი ინდოეთიდან, მზად არიან თუნდაც მცირე თანხა ჩარიცხონ გოგონას ანგარიშზე, გამოხმაურება იყო აშშ-დანაც, ერთ-ერთმა მოქალაქემ ოკლენდიდან მსხვილ დაფინანსებაზე მზადყოფნა გამოთქვა.ინდოეთის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ოჯახს მოთხოვა გოგონას პირადი მონაცემები, რათა გოგონას საბანკო ანგარიში გაუხსნან.


P.S-სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით როგორც ირკვევა, გოგონა გარდაიცვალა.


0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0