x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთთან 3,5 მილიარდიანი კონტრაქტი ჩაშალა, თურქეთი ვერ მიიღებს ამერიკულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს "Patriot"-ს

image ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა სულ უფროდა უფრო შედის ჩიხში. აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად თურქეთმა მაინც შეიძინა რუსეთისაგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსები "ს400", რამაც აშშ-ს აღშფოთება და საპასუხო რეაქცია გამოიწვია, როგორც ტელეკომპანია "CNN"-ი იუწყება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის-დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თურქეთისათვის 3, 5 მილიარდი დოლარის ღირებულების საზენიტო სარაკეტო კომპლექს "Patriot"-ების მიწოდებაზე საბოლოოდ განაცხადა უარი.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: "თურქეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუ შეიძენდა რუსულ საზენიტო სარაკეტო სისტემებს "ს400", ვერ მიიღებდა 3, 5 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს "Patriot"-ს".
როგორც იცით თურქეთმა რუსეთიდან უკვე მიიღო რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ს400"-ის გარკვეული ნაწილი და ელოდება კონტრაქტით გათვალისწინებული დანარჩენი კომპლექსების მიღებას.
ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექს "ს400"-ის შეძენის გამო თურქეთი "ამოაგდო" ამერიკული გამანადგურებლის "F-35"-ის ყიდვისა და წარმოების პროგრამიდან.
თავად თურქული მხარე კი აცხადებს, რომ რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ყიდვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიძულა, რადგან დაპირებული ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადმოცემა შეაფერხა.






0
198
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
198