x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
15 ფაქტი,რომლის ცოდნამ შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნას

ყოველი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო სიტუაციაში. პანიკამ და არასწორმა ქმედებამ კი შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში.


სწორედ ასეთ ფაქტებს გაგიზიარებთ ახლა, რომელთა ცოდნამაც შესაძლოა ერთ დღეს თქვენი ან თქვენი ახლობლის სიცოცხლე იხსნას.


1.საწმენდი საშუალებების გამოყენება

imageარასოდეს გამოიყენოთ მათეთრებელი და ამიაკსა ან ნიშადურზე დამზადებული საწმენდი საშუალებები ერთად და ერთ სივრცეში. ერთობლივად ისინი ტოქსიკურ აირს - ქლორამინს წარმოქმნიან, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს და რიგ შემთხვევებში საშიშია სიცოცხლისთვის. ამიაკი ხშირად გვხვდება სარკეებისა და მინების საწმენდი ხსნარების შემადგენლობაში.


2.თუ წყალქვეშ თავბრუ დაგეხვათ

თუ წყალში ყვინთვისას თავბრუ დაგეხვათ და ვერ არკვევთ წყლის ზედაპირზე საიდან უნდა ამოხვიდეთ, გამოუშვით ცოტა ჰაერი. ბუშტები ზედაპირისკენ წავლენ და ისღა დაგრჩენიათ მათ მიჰყვეთ.


3.თუ მანქანით ცივილიზაციისგან შორს აღმოჩნდით

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სიგნალი გადასცეთ. თუ ტელეფონი არ მუშაობს და არც სხვა საშუალება გაქვთ სიგნალის გადასაცემად, სათადარიგო ბორბალი გამოგადგებათ. ბორბალს ცეცხლი მოუკიდეთ და მის კვამლს კილომეტრების დაშორებით დაინახავენ. არავითარ შემთხვევაში არ მოსცილდეთ მანქანას, თუ წარმოდგენა არ გაქვთ სად იმყოფებით და საით უნდა წახვიდეთ. მსგავს შემთხვევებში, როგორც წესი, ჯერ მანქანას პოულობენ და შემდეგ, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, დაღუპულ ადამიანებსაც აღმოაჩენენ ხოლმე, სამწუხაროდ.


4.ქურაზე ზეთს ცეცხლი მოეკიდა

imageრა თქმა უნდა, ტაფა თუ ფრიტურნიცა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა და ზეთს ცეცხლი მოედო, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მის ჩაქრობას წყლით: ეს უფრო გააძლიერებს ცეცხლს. უმჯობესია თუ ზედაპირს სოდას მოაყრით ან რამეს გადააფარებთ და ჟანგბადის მიწოდებას შეუწყვეტთ.


5.როგორ ამოვიცნოთ ადამიანი, რომელიც იხრჩობა

ასეთი ადამიანი სულაც არ გამოიყურება ისე, თითქოს გასაჭირშია. არ ფართხალებს, არ ყვირის და დასახმარებლად არ უხმობს. ამ დროს ადამიანს ამისთვის ენერგია არ ყოფნის. ხოლო, როცა წყლის ზედაპირზე ამოდის, მარტო ჩასუნთქვას ასწრებს, დაყვირებას კი ვეღარ. როგორც წესი, ამ დროს ადამიანს თავი უკან აქვს გადაგდებული, ხშირად უჩინარდება წყალქვეშ და ზედაპირზე ამოდის ჩასასუნთქად, თმა თვალებსა და სახეზე აქვს ჩამოფხატული და მოძრაობა კი ნელი და წყვეტილია.


6.გულისა და ფილტვების რეანიმაციის წესი

თუ გულისა და ფილტვების რეანიმაციის ჩატარება გიწევთ, ადამიანი კი გონზე არ მოდის, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ სანამ სასწრაფო არ მოვა. დაშავებულს გადარჩენის შანსი აღარ დარჩება, თუ მისმა ტვინმა ჟანგბადი ვეღარ მიიღო. ზოგჯერ, გულის მასაჟის დანიშნულება ის კი არაა, რომ დაშავებული გონზე მოიყვანოთ, არამედ შეუნარჩუნოს ტვინს სასიცოცხლო მაჩვენებლები ექიმების მოსვლამდე.


7.ფიზიკური ძალების აუცილებელი მინიმუმი

ყოველ ადამიანს მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა შეეძლოს აზიდვის გაკეთება. იქნება ეს სახიფათო სიმაღლიდან თუ ნავიდან გადავარდნის დროს სხეულის აზიდვა ისევ ზევით, ხელებზე დაყრდნობით, ეს აუცილებელი მინიმუმი ყველას გამოადგება. პოპულარულია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს ასეთ დროს ადრენალინი ადამიანს ძალას ჰმატებს. მაგრამ ადრენალინი ჯადოსნური ჯოხი არაა. თუ ადამიანი ტურნიკზე ვერ ახერხებს აზიდვას, ვერც ასეთ სიტუაციაში შეძლებს რამეს.


8.ზარი პოლიციაში

imageპირველ რიგში ოპერატორს მისამართი აცნობეთ და არა დარეკვის მიზეზი, რადგან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო შესაძლოა ტელეფონით საუბარი ვეღარ გააგრძელოთ და ოპერატორისთვის თქვენი ადგილსამყოფელი უცნობი დარჩეს.. თუ თქვენი მისამართი ეცოდინება, ოპერატორი დაუყოვნებლივ გამოგზავნის თქვენთან სამაშველო ძალას და ამით თქვენი გადარჩენის შანსიც იზრდება.


9.ველური ცხოველები

თუ ველურმა ცხოველმა გიკბინათ ან გაგკაწრათ, 10-15 წუთის განმავლობაში ჩამოიბანეთ ჭრილობა წყლით და დაუყოვნებლივ ექიმთან წადით. ნუ დაკარგავთ დროს, რადგან არსებობს ცოფის საშიშროება და ყოველი დაკარგული საათი უფრო ამცირებს გადარჩენის შანსს.


10.ობიექტი, რომელსაც შესაძლოა ძაბვა გადააქვს

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ამა თუ საგანს ან ობიექტს ძაბვა გადააქვს, არასოდეს არ შეეხოთ ხელისგულით. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვა ნამდვილად გადადის, თქვენი ხელისგული მოიკრუნჩხება და ხელის გაშვებას ვეღარ შეძლებთ, ამიტომ ყოველთვის ხელის ზურგით შეეხეთ ასეთ საეჭვო ობიექტებს.


11.ძლიერი ჭექა-ქუხილი

imageთეორია, რომ მეხი ერთ ადგილს ორჯერ არ ეცემა-მცდარია. არის იმის ალბათობა, რომ მეორედ უფრო ძლიერი მეხი დაეცემა. ამიტომ, თავი ასეთი ადგილისგან შორს დაიჭირეთ (მხოლოდ, ნუ გაიქცევით). უმჯობესია, თუ რაიმე ჩაღრმავებას ნახავთ და ჩაწვებით, რადგან მეხი ძირითადად ამაღლებულ ადგილებზე ეცემა. მოიშორეთ მეტალის ნივთები და მობილური. თუ მეხის სამიზნე თქვენ აღმოჩნდით, 5 წამით ადრე მეტალის გემოს იგრძნობთ პირში და თმები მთელ სხეულზე ყალყზე დაგიდგებათ. დაუყოვნებლივ დაჯექით მიწაზე, ტერფები ერთმანეთს მიაბჯინეთ და ხელები მუხლებზე დაილაგეთ.


12.გზის გადაკვეთა

თუ გზაზე გადადიხართ და მოახლოებული მანქანის საქარე მინაზე არეკლილმა მზის შუქმა თვალი მოგჭრათ, დიდი ალბათობით მძღოლი ვერ გხედავთ მზის გამო. უმჯობესია, გზა დაუთმოთ, მაშინაც კი, თუ მოძრაობის წესების მიხედვით მძღოლია ვალდებული, რომ გაგატაროთ.


13.თუ ტყეში დაიკარგეთ

თუ ტყეში დაიკარგეთ და არ იცით საით წახვიდეთ, ეცადეთ წყალსატევი მოძებნოთ. ამისთვის, ტყეს ქვევით, დაღმართზე უნდა გაუყვეთ, მაგრამ თავი შორს დაიჭირეთ დაჭაობებული ადგილებისგან. ყურადღება მიაქციეთ ჩიტებს. მაღლამფრენი ჩიტები წყალსატევისკენ მიფრინავენ, დაბლამფრენები კი პირიქით, იქიდან მოფრინავენ. წყალსატევთან გასვლის შემდეგ, მის გასწვრივ წადით. თითქმის ყველა შემთხვევაში გზაზე გახვალთ.


14.წყალში ჩახტომა სიმაღლიდან

imageყოველთვის მოიჭირეთ ცხვირზე ხელი, თუ სიმაღლიდან ფეხებით ხტებით წყალში. საქმე ისაა, რომ დაგუბებულ წყალში ხშირად ბინადრობს საშიში ბატერია, მაგალითად ნეგლერია ფოულერა. ცხვირში ან ხახაში წყლის ძლიერმა ნაკადმა შესაძლოა ეს ბაქტერია სასუნთქ გზებში შეიტანოს და იქიდან ტვინში მოხვდეს. შედეგად კი ამებიური ენცეფალიტი ვითარდება, რაც შემთხვევების 100%-ში სიკვდილს იწვევს. წყლის გადაყლაპვის შემთხვევაში კი თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ.


15.თუ დიაბეტიანმა ადამიანმა გონება დაკარგა

ყველაზე ხშირად დიაბეტს კომას ჰიპოგლიკემია იწვევს (დაბალი შაქარი). ამ დროს ინსულინის გაკეთება არ შეიძლება, ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. გამოიძახეთ სასწრაფო და შეეცადეთ დაშავებულს შაქარი მისცეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზე ჰიპერგლიკემია გვაქვს( ბევრი შაქარი), ცოტაოდენი ტკბილი სიტუაციას არ გააუარესებს, როგორც ინსულინისა და ჰიპოგლიკემიის შემთხვევაშია.




იხილეთ ასევე:

13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი, რომელთა ცოდნაც თქვენს სიცოცხლეს იხსნის

image







0
515
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0