x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94798
  • ვიდეო:342564
  • სურათი:456853
რა იცი რა ხდება-ტოპ-3 ისტორია ,რა დროსაც მფლობელი აუარებელ ქონებას ფლობდა და არ იცოდა


1.მარგალიტი, რომელიც საწოლის ქვეშ ედო წლების განმავლობაში მებადურს.


ფილიპინელმა მებადურმა კუნძულ პალავანიდან ეს მარგალიტი ჯერ კიდევ 2006 წელს იპოვა, მისი გემის ღუზა შემთხვევით მოედო გიგანტურ ნიჟარას, მამაკაცმა რამდენჯერმე ჩაყვინთა წყალში, რომ გაენთავისუფლებინა აბურდული ჯაჭვი და ამოეღო ნიჟარა, გახსნის შემდეგ იქ აღმოაჩინა 66 სანტიმეტრის და 33 სანტიმეტრის ზომის ორი მარგალიტი.მამაკაცს არც უფიქრია, რომ რაიმე განსაკუთრებულად ძვირფასი იპოვა, მარგალიტებს 10 წლის განმავლობაში ინახავდა საწოლის ქვეშ, როგორც სუვენირს და რა დროსაც ხანდახან სიამაყით აჩვენებდა ხოლმე ახლობლებს, მხოლოდ 10 წლის შემდეგ ნათესავის რჩევით, რომელიც ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა, მოაფიქრდა მამაკაცს ეს მარგალიტები სპეციალისტისთვის ეჩვენებინა, მისი ფასი არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი დოლარი აღმოჩნდა!!

image


2-მიწაში ნაპოვნი ჟანგიანი ყუთი


კალიფორნიაში 2013 წელს მოხუცი ცოლ-ქმარი ძაღლებს ასეირნებდა, როდესაც ეზოს უკან იპოვეს ჟანგიანი ყუთი, რომელსაც მიწიდან ოდნავ ჩანდა, ამოთხრეს ყუთი, რა დროსაც შიგნით აღმოჩნდა 1847-1894 წელს გამოშვებული მონეტები, ძირითადად 5.10 და 20 დოლარიანი ნომინალები, მთლიანად 1427 მონეტა.თავიდან ზერელე დათვალიერებისას ექსპერტებმა მისი საერთო ღირებულება 27 000$-ად შეაფასეს, თუმცა შემდგომი დამატებითი კვლევის დროს, ზოგიერთი მონეტა იმდენად იშვიათი გამოდგა, რომ მისი ფასი 10 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

image

"1981 წლიდან ჩვენთან მოდიან და მოაქვთ ერთი ან ორი იმ დრონდელი მონეტა-განაცხადა ძველი ნივთების შემფასებელმა, დოქტორმა დონ კაგანმა-ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მონეტების მთელი ტომარა მოიტანეს..ეს შანსი მილიონში ერთია და კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მოიგო ლატარეაში".

image

image


3-მეტეორიტი, რომელსაც გომურის კარის საყრდენად ხმარობდნენ


ქალაქ გრანდ-რაპიდსის(შტატი მიჩიგანი, აშშ)მაცხოვრებელი 30 წელის ხმარობდა 10 კილოგრამიან ქვას გომურის კარის შესაკავებლად, აღსანიშნავაია, რომ ამავე მისიისთვის იყენებდა ქვას ფერმის უწინდელი მფლობელი, სხვათა შორის იცოდნენ, რომ ეს იყო მეოტეორიტი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩამოვარდა, თუმცა ამ წლების განმავლობაში არავის მოსვლია აზრად, რომ "კოსმოსურ სტუმარს" შესაძლოა რაიმე ღირებულება ჰქონოდა.

image

ერთ დღესაც მეტეორიტის მფლობელმა ტელევიზორში უყურა გადაცემას მეტეორიტებზე, ამის შემდეგ გადაწყვიტა პატრონმა ეჩვენებინა სპეციალისტებისთვის ქვა, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს მეტეორიტი, იგი აღმოჩნდა უნიკალური, რომლის ფასი 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

მეოტეორიტს "ედმონდსის მეტოერიტი" შეარქვეს, ანუ იმ რაიონის სახელი სადაც ჩამოვარდა 1930-იან წლებში.


"მეცნიერული თვალსაზრისით ეს არის ყველაზე ძვირფასი ნიმუში, რაც ოდემე ხელში მჭერია"-აღნიშნა პროფესორმა მონალიზა სირბესკუმ.

0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0