x
image
ნათია ჩხაიძე
ყველაზე მომხიბვლელი ინდოელი მსახიობის პატარა ნაკლი, რომელსაც დიდხანს მალავდა

image



სახელი რიტიკ როშანი არა მარტო ბოლივუდის ფილმების მოყვარულებისთვაა ცნობილი. ინდოეთში ის სექს- სიმბოლოდ ითვლება, ერთ დროს კი პრიანკა ჩოპრას, ასევე ცნობილი მსახიობის, გულის მონადირებაც შეძლო. მაგრამ რიტიკი ასეთი მომხიბვლელი თავიდანვე არ ყოფილა. დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ საუკეთესო ვიზუალი ჰქონოდა, თუმცა ერთ ნაკლს მაინც ვერაფერი მოუხერხა.



image


მსახიობი უკვე 45 წლისაა - ეგზოტიკური გარეგნობით და მიმხიბვლელი მწვანე თვალებით. ბავშვობაში კი იმდენად შეუხადავი იყო და ისეთი მეტყველების პრობლემები ჰქონდა 14 წლამდე, რომ მის მშობლები ( მამა- რეჟისორი რაკეშ როშანი, დედა- პინკი, მსახიობი) ვერც იოცნებებდნენ, რომ ოდესმე მათი შვილი კინოინდუსტრიას დაუკავშირებდა ბედს. მაგრამ ბიჭმა პეციალური მკურნალობა გაიარა და მეტყველება საგრძნობლად გამოასწორა. მიუხედავად ამისა, მამამისი მაინც წინააღმდეგი იყო, ფილმებში მიეღო მონაწილეობა და რეჟისორის დამხმარედ "ზრდიდა". მიზანდასახულმა რიტიკმა კი მაინც მოახერხა და სამსახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სწავლა, პარალელურად ბოდიბილდიგით დაკავდა იმ მიზნით, რომ ერთ დღეს აუცილებლად გახდებოდა წარმატებული მსახიობი.


image


შვილის მონდომებამ მამის გული მოალბო და მთავარი როლი შესთავაზა თავის ფილმში. მართალია, მაშინ რაკეში შვილს არწმუნებდა, რომ მისი არჩევანი ნათესაური კავშირით არ იყო განპირობებული, მაგრამ მოლმა, რომელსაც მთავარი როლი უნდა ეთამაშა ფილმში, უარი თქვა მონაწილეობაზე და შემდეგ აღმოჩნდა რიტიკი მამის არჩევანი. თუმცა არა უშედეგოდ. რიტიკის ეკრანებზე გამოჩენა ფეიერვერკი აღმოჩნდა ბოლივუდისთვის. ასეთ წარმატებას თვით წარმატებული მამაც არ ელოდა. ფანები გულგრილად ვერ უყურებდნენ საუცხოო გარეგნობის ჭაბუკს, რომელიც ამავდროულად კარგად მღეროდა და ცეკვავდა. რიტიკ როშანი არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მამაკაცების სიაში ბერდ პიტთან და ჯორჯ ქლუნთან ერთად. მას მიეწერება რომანები აიშვარია რაისთან და პრიანკა ჩოპრასთან.


imageimage


მაგრამ რიტიკ როშანს აქვს ერთი ნაკლი, რომლისაც ძალიან რცხვენოდა და მუდმივად ცდილობდა ეკრანებისთვის მოერიდებინა. საქმე იმაშია, რომ რიტიკს პოლიდაქტილია აქვს, რის გამოც ცალ ხელზე ექვსი თითი აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არასიმპატიურად გამოიყურება მისი ხელი, გაორებული თითის დამალვა ძალიან ძნელია. თავიდან რიტიკს ბევრ უხერხულობას უქმნიდა ეს ამბავი, მაგრამ მერე უბრალოდ ხუმრობით გადაჰქონდა ყველას მზერა და საბოლოოდ სრულიად გათავისუფლდა ხელის გამოჩენის კომპლექსისგან.


და სიმართლე ითქვას, ის ისეთი მომხიბვლელია, ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მისი ზედმეტი თითი იქცევს. imageimage









ასევე ნახეთ

სკორსეზეს ახალი ფილმი " The Irishman" : დიდებული ჯენტლმენები ალ პაჩინო და რობერტ დენირო ერთად


მსახიობები, რომლებმაც პარტნიორები გადაღებებზე გაცნობილი კოლეგების გამო მიატოვეს


ამსტერდამში 18+ მოკლემეტრაჟიანი ფილმების 5D- კინოთეატრი გაიხსნა


კვენტინ ტარანტინო კინოკარიერას ასრულებს


კიმ კარდაშიანის მეექვსე თითის შესახებ ექიმებმაც ისაუბრეს


ყველაზე დიდ ცხვირიანი მსახიობები (ფოტოები)




0
1948
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
1948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0