x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ღვიძლის გაწმენდა მხოლოდ 2 ინგრედიენტით (3 უმარტივესი რეცეპტი, განსხვავებული შემადგენლობით)

ყველასთვის ცნობილია იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის 90% იმაზეა დამოკიდებული, თუ რითი ვსუნთქავთ, რას ვსვამთ და რითი ვიკვებებით. ვთქვათ, ის, თუ რას ვსვამთ და რას მივირთმევთ, ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ რა ვუყოთ გლობალურ ეკოლოგიურ მდგომარეობას? ჰაერის სისუფთავის დაცვა ჩვენს ძალებს აღემატება და იმას, რაც ყოველი ჩასუნთქვის დროს ჩვენს ორგანიზმში ხვდება, ვერ გავაკონტროლებთ. ამდენად, როგორც არ უნდა ვეცადოთ თავის დაცვას, მავნე ნივთიერებები ტოქსინების სახით მაინც ხვდება ორგანიზმში და მათი ზემოქმედებისგან ჩვენს ორგანიზმს ღვიძლი იცავს – ის სისხლს არასასურველი მინარევებისგან ასუფთავებს და ყველაზე მეტად, სწორედ ეს ორგანო ბინძურდება.


image


ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძიმე ორგანოა, მისი წონა, ზრდასრული ადამიანის წონის 2, 5% შეადგენს, რაც საშუალოდ, 1, 5 კილოგრამის ტოლია.

ეს ორგანო ჩენს ორგანიზმში 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლის მილიონობით უჯრედი გამუდმებით ამუშავებს სისხლს, რათა მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოს. ღვიძლის ფუნქციების დიდი ნაწილი საჭმლის მონელებას უკავშირდება. საკვებით გამდიდრებულ სისხლს ღვიძლი პირდაპირ წვრილი ნაწლავიდან იღებს და მის შემადგენლობას აწესრიგებს. მხოლოდ ამის შემდეგ შედის გასუფთავებული სისხლი სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ღვიძლში ხდება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გარდაქმნა, შხამიან ნივთიერებათა გაუვნებელყოფა, რიგი ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებათა, მათ შორის, ნაღვლის წარმოქმნა.

მისი მრავალი ფუნქციიდან, მხოლოდ ორი: სისხლის გაფილტვრა და ნაღვლის გამომუშავება რომ გამოვყოთ, უკვე საკმარისი იქნება იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს ღვიძლი ადამიანისთვის და საჭიროა თუ არა, მასზე ზრუნვა – მავნე ნივთიერებებისგან მისი გაწმენდა.

ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. აქ წარმოდგენილია 3 მათგანი, რომელიც ყველაზე მარტივი და ამავდროულად, ეფექტურიც არის.



№1 ღვიძლის გაწმენდა შვრიის ნახარშით და ნაყენით


image


შვრიის ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა:


ჩენჩოიანი შვრია – 200 გრ.


წყალი – 1 – 1, 5 ლ.


I. გაარჩიეთ (იგულისხმება სხვა მცენარის მარცვლის ან თესლის მოცილება) და გარეცხეთ შვრია > მოათავსეთ ემალირებულ ან მინის ქვაბში და დაასხით წყალი > დაახურეთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 50-60 წუთი.

II. მიღებული ნახარში გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100-150 მლ. დღეში 4-ჯერ, საკვების მიღებამდე (აქ ხილიც იგულისხმება) 1 სთ-ით ადრე და მიღებიდან 2 სთ-ს შემდეგ.

რადგან შვრია არანაირ გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ლორწოვან გარსზე და არც შეჩვევას იწვევს, მისი მიღება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიძლება.



შვრიის ნაყენის რეცეპტი


არანაკლებ ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს შვრიის ნაყენი. ის შემდეგნაირად მზადდება:

საღამოს, 1 ჭ. გარეცხილი შვრია მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში > დაასხით 2 ჭ. თბილი წყალი > გააჩერეთ 14-16 საათი > დილით გადაწურეთ და მიიღეთ 2-3 -ჯერ, დღის მანძილზე, ზემოთ მოცემული წესების დაცვით.


შვრიის ნაყენი ბავშვებისთვის


2 ს. კ. ჩენჩოიანი შვრიის მარცვალი გარეცხეთ და დააქუცმაცეთ > მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 0, 5 ლ. მდუღარე წყალი > დააყენეთ 3 სთ.

მიღების წესი: 0, 5 ჭიქა – დღეში 4-ჯერ.

ხალხური მკურნალები შვრიის სასარგებლო თვისებებს ძველთაგანვე აქტიურად იყენებდნენ. შვრია გამოიყენება გონებრივი და ფიზიკური გამოფიტვის, პოდაგრის, უძილობის და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შვრიის მარცვალს შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა ტოქსიკური ნივთიერების და წიდებისგან. ხოლო, შვრიის რეგულარულად გამოყენება 2-3 თვის მანძილზე, საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.



№2. ღვიძლის გაწმენდა ზეითუნის (სიმინდის) ზეთით და ლიმონით


image


თუ ქვემოთ აღწერილ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ერთი კვირის შემდეგ თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სრული ეფექტი ერთი თვის შემდეგ მიიღწევა. მიუხედავად ამისა, ეს ნაზავი შეგიძლიათ მუდმივად მიიღოთ.


დილით, როგორც კი გაიღვიძებთ, ჩაასხით ჭიქაში 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (მზესუმზირის ან სიმინდის ზეთიც შეიძლება), დააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დალიეთ. შემდეგ, შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რასაც ყოველ დილით აკეთებთ.


აღნიშნული ნაზავი აძლიერებს ღვიძლში ნაღვლის გამოყოფას. დიდი რაოდენობით ნაღველი კი წმენდს ღვიძლის ყველა სადენს და გამოჰყავს ორგანოდან მავნე ნივთიერებები.
თავის მხრივ, ზეითუნის ზეთი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ნადებისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
ნაზავის მეორე კომპონენტი – ლიმონის წვენი დადებითად მოქმედებს ფილტვებზე და სასუნთ გზებზე, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ასევე, შლის მარილებს შარდსადენებში და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.
ლიმონის წვენის ჩანაცვლება შეიძლება მოცვის (აქვს დეზინფექციისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამაღლებს ორგანიზმის ენერგეტიკას) ან გრეიფრუტის (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ქვემოთ სწევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას) წვენით.
ყოველდღიურად თუ მიიღებთ ზემოთ აღნიშნულ ნაერთს, ღვიძლის გაწმენდასთან ერთად, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და კანი გაგისუფთავდებათ – ის უფრო გლუვი და ხავერდოვანი გახდება.



№3. ღვიძლის გაწმენდა თაფლით


image


I. დილით, უზმოზე მიიღეთ 0, 5 თბილი წყალი ან ნაღვლმდენი მცენარეების ნაყენი;
II. ნახევარი საათის შემდეგ, ისევ 0, 5 ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 1 სუფრის კივზი თაფლი;
III. დაიდეთ თბილი სათბურა ღვიძლის მხარეს და ასე იწექით 1, 5 საათი;
IV. ამ პროცედურის შემდეგ, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ, რამდენიმე ბუქნი გააკეთეთ და ისაუზმეთ.

აღნიშნული პროცედურა, პროფილაქტიკის მიზნით, 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.


P.S. ღვიძლის გაწმენდა მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტში ქვები აქვს, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული.


P.S. 2 აქვე ღვიძლის გაწმენდის კიდევ ერთ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ასევე მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შედგება და ზემოთ მოცემულ რეცეპტებზე არანაკლებ ეფექტურია.


ღვიძლის სწრაფი გაწმენდა სახლის პირობებში


image


ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავების ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება — ქიშმიშით ღვიძლის გაწმენდა არის.

ქიშმიში უამრავ სასარგებლო ვიტამინის და მიკროელემენტის წყაროა. მათ შორის არის: კალიუმი, მაგნიუმი, ომეგა–9. მასში არსებული ყველა ნივთიერება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გონებრივი შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს და გულის კუნთის სწორად და რითმულად მუშაობას აკონტროლებს. ქიშმიში ღვიძლს წიდებისგან (შლაკები) და ტოქსინებისგან ათავისუფლებს და მის ნორმალურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage






1
1457
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1457
  
2019, 13 სექტემბერი, 2:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1