x
მეტი
  • 17.09.2019
  • სტატია:94852
  • ვიდეო:342592
  • სურათი:456867
მაჭარაშვილი: " მიზანი უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლაა"

image
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი კარიერას სომხურ "ლორიში" გააგრძელებს. 23 წლის ნახევარმცვრლის ყოფილი გუნდი ლიეტუვური "შტუმბრასი" იყო, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დაიშალა და ქართველმა ფეხბურთელმაც თავი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ამოყო.

ჩვენ ლევანს სომხეთში დავუკავშირდით და მასთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ:

რას იტყვი შენი ახალი გუნდის შესახებ?

"ლორი" ახალი დაკომპლექტებული გუნდია, ნახევარზე მეტი ფეხბურთელი და მათ შორის მე გუნდმა ამ ზაფხულს დაიმატა. საერთო ჯამში კარგი კოლექტივი შეიკრა და წარმატების იმედი გვაქვს.

რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმე გუნდთან და გქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები?

გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმე. რაც შეეხება შემოთავაზებებ, დიახ იყო ვარიანტები, მაგრამ მოლაპარაკების დროს გარკვეული პრობლემები ჩნდებოდა.

თქვენი ყოფილი გუნდი "შტუმბრასი" დაიშალა. რა იყო ამის მიზეზი?

გუნდი არსებობს, ოღონდ ლიცენზია არ გააჩნია. მთავარი მიზეზი კი ხელფასის გადაუხდელობა იყო, რის გამოცანგუნდი მკაცრად დაისაჯა. თუმცა, როგორც აღვნიშნე გუნდს მხოლოდ ლიცენზია ჩამოართვეს.

შენ "შტუმბრასის" ერთ-ერთი ლიდერი იყავი. არ იყო დაინტერესება სხვა ლიეტუვური კლუბებიდან?

დიახ, იყო ლიეტუვიდანაც დაინტერესება. მაგრამ იქ 2 წელზე და ჩმეტი გავატარეემი პირადი სურვილი იყო თავი სხვა ჩემპიონატში მომესინჯა და ამიტომ გადავწყვიტე იქაურობის დატოვება.

შენ ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია თამაში. მაინც რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

კლუბში მარჯვენა ნახევარმცველად ვთამაშობდი. ახალგაზრდულ ნაკრებში კი ცენტრალურ ნახევარმცველად. უნდა ვთქვა, რომ სწორედ ეს ორი პოზიცია მომწონს განსაკუთრებით.

იყო თუ არა დაინტერესება საქართველოს ჩემპიონატიდან?

ამ ეტაპზე საქართველოდან არავინ დამკავშირებია.

სომხეთში სეზონი ახალი დაწყებულია. რა არის გუნდისა და პირადად თქვენი მიზანი?

გუნდის მიზანი ევროტურნირის საგზურის მოპოვებაა, მე კი ვეცდები მაქსიმალურად კარგი სეზონი ჩავატარო და უკეთეს ლიგაში გადავიდე

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0