x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
თამარ ივერი პრეზიდენტს - "შე დალოცვილო,ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."

image
სოპრანო თამარ ივერი სოციალური ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც ივერმა დაწერა, მაზონს ბევრი პატრონი ჰყავს მსოფლიოში და ჯობია საკუთარ დაძიძგნილ ქვეყანაზე ამოიღოს ხმა Mrsპრეზიდენტმა და არ უნდა ეს ორლარიანი თვითპიარი.


„შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ
საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია???თუ ამაზონის თემაზე წა-twitter-ება უფრო ტრენდულია და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გაპიარების უფრო დიდ საშუალებას გაძლევს? ამაზონს ბევრი პატრონიჰყავს მსოფლიოში, შენს დაძიძგნილ ქვეყანაზე ამოიღე ასე Worldwide მასშტაბით ხმა Mrsპრეზიდენტო არ გვინდა ეს ორლარიანი თვითპიარი“, - წერს თამარ ივერი.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ „ამაზონთან ერთად საქართველოს გული იწვის“.


ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.


ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთია, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. იქ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანება შტატის ფარგლებს გასცდა.


ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია.


ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.

1
1309
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
1309
  
25 აგვისტო, 6:12
წადი ქალო იმღერე და არ გინდა ეს იაფფასიანი გამოხდომები. ამაზონის ხანძრები დიდი პრობლემაა მთელი მსიფლიოსთვის მათ შორის ჩვენთვისაც.
0 1 1