x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცერებრალური დამბლა

image

ცერებრალური დამბლა მიეკუთვნება იმ დარღვევათა რიგს, რომელიც გავლენას ახდენს კუნთების მოძრაობასა და კოორდინაციაზე, ასევე აზიანებს სმენასა და ხედვას.
დაავადების სიმპტომები ვარირებს, შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი, რაც გარკვეულწილად დამოკიდებულია ტვინის დაზიანებულ უბანზე.თუმცა საერთო ნიშნებს მიეკუთვნება : კუნთის ტონუსის ცვლილება (კუნთების მოდუნება ან გამაგრება), მეტყველების განვითარების დარღვევები, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები), ტრემორი ან უნებლიე მოძრაობები, ჭარბი ნერწყვდენა და ყლაპვითი პრობლემები, გადაადგილების უნარის შეზღუდვა, ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა შეტევები, ინტელექტუალური ქმედუუნარობა და სიბრმავე.
ხშირად ბავშვები იბადებიან ცერებრალური დამბლით, თუმცა დაავადების ნიშნები შესაძლოა არ გამოვლინდეს თვეებისა და წლების განმავლობაში.ჩვეულბრივ, სიმპტომები თავს იჩენს 3-4წლამდე.
ტვინის განვითარების პათოლოგია ან ტრავმა იწვევს ცერებრალურ დამბლას.დაზიანება მოიცვავს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გადაადგილებაზე, კოორდინაციასა და სხეულის მდგომარეობაზე.ტვინის დაზიანება ჩვეულებრივ ხდება დაბადებამდე, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დაბადების შემდეგ, ადრეულ ასაკში.დაავადების ზუსტი გამომწვევი არ არის ცნობილი, მაგრამ გარკვეულ როლს თამაშობს :
ასფიქსია (დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში)
მშობიარობის დროს ჟანგბადის ტვინთან მიწოდების გართულება
გენური მუტაცია, რაც იწვევს ტვინის განვითარების პათოლოგიას
დედიდან გადაცემული ინფექციები - წითელა ან ჰერპესი
ტვინის ინფექციური დაავადებები - ენცეფალიტი ან მენინგიტი
ინტრაკრანიალური (თავისქალას შიდა) ჰემორაგია
თავის ტრავმები - ავარიისა და დაცემის შედეგად განვითარებული

რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
ადრეული მშობიარობა
მცირე წონიანობა
აპგარის შკალის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება დაბადებისას ბავშვის ჯანმრთელობის შესაფასებლად
ნაყოფის ფეხით წინამდებარეობა
რეზუს კონფლიქტი
ფეხმძიმობისას ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება

განასხვავებენ სპასტიკურ, დისკინეზიურ, ჰიპოტონურ, ატაქსიურ და შერეული სახის ცერებრალურ დამბლას.მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სპასტიკური ფორმა.ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონეთა 80% სწორედ ამ ფორმითაა დაავადებული, ხასიათდება კუნთების ჰიპერტონიით, გაძლიერებული რეფლექსებით, მოძრაობის ანომალიით, შესაძლოა გამოვლინდეს კუნთების სისუსტე ან სრული პარალიზება.სიმპტომები მოიცავს მთლიან სხეულს ან მის მხოლოდ ერთ მხარეს.
დისკინეზიური ცერებრალური დამბლა-ამ ტიპით დაავადებულებს აქვთ პრობლემები სხეულის მოძრაობის კონტროლთან დაკავშირებით, დარღვევები იწვევს უნებლიე, არანორმალურ მოძრაობებს ხელებსა და ფეხებში, ზოგ შემთხვევაში სახესა და ენაზე.ხასიათდება ნელი ან სწრაფი, პულსირებადი მოძრაობებით.დაავადებულებს უჭირთ სიარული, ჯდომა, ყლაპვა და საუბარი.
ჰიპოტონური ცერებრალური დამბლა-მცირდება კუნთების ტონუსი, ძნელდება სუნთქვა, ასაკის მატებასთან ერთად რთულდება სწორად და მყარად ჯდომის უნარი, ახასიათებს მეტყველების სირთულეები, სიარულის ანომალიები და შესუსტებული რეფლექსები.
ატაქსიური ცერებრალური დამბლა-ეს ტიპი ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული, აღინიშნება უნებლიე, უხეში, პულსირებადი მოძრაობები, წონასწორობასა და კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
შერეული ცერებერალური დამბლა- უფრო ხშირად ვხვდებით სპასტიკურ და დისკინეზიურ ცერებრალურ დამბლას.

ცერებრალური დამბლის დიაგნოზის დასასმელად იყენებენ: ელექტროენცეფალოგრამას (EGG), რომელიც აღწერს თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას-თავის ტვინის ანომალიებისა და დაზიანებების აღმოსაჩენად
კომპიტერული ტომოგრაფიას-თავის ტვინის დაზიანებების გამოსავლენად

ცერებრალური დამბლის მქონე პირებს აღენიშნებათ სხვა მრავალი პრობლემებიც :
ნერწყვდენა
ხერხემლის დეფორმაციები-სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი
ოსტეოართრიტი
კონტრაქტურა
შეუკავებლობა
ოსტეოპენია
სტომატოლოგიური პრობლემები

მკურნალობა მოიცავს დამხმარე საშუალებებს (მაგ.: სათვალე, ეტლი), მედიკამენტებს (დიაზეპამი, ბაკლოფენი, ტიზანიდინი), ქირურგიულ ჩარევას, ასევე ფიზიკურ და ოკუპაციურ თერაპიას.


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0