x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94893
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
მეცნიერებმა საუზმისთვის საუკეთესო საკვები დაასახელეს - და ეს, კვერცხი არ არის

image


მეცნიერებმა ტკბილის მოყვარულთათვის სასიამოვნო აღმოჩენა გააკეთეს, მათ საუკეთესო საუზმედ - არა კვერცხი, არამედ ნაყინი დაასახელეს. ზოგმა რეკომენდაციამ შეიძლება გაგაკვირვოთ, ზოგმაც შეგაშინოთ, ხოლო ზოგიც შეიძლება ძალიან სასაცილოდაც მოგეჩვენოთ. ფაქტი ერთია, სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები თქვენს ყურადღებას ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებს. ჟურნალ "Body and Soul"-ში ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ საუზმეზე ნაყინის მიღება ინტელექტუალურ განვითარებას ხელს უწყობს.


image


როგორც ცნობილი ხდება, კვლევას ტოკიოს, კერინის უნივერსიტეტიდან პროფესორი იოშიჰიკო კოგა ხელმძღვანელობდა. ექსპერიმენტში მონაწილე ერთი ნახევარი ყოველ დილით 3 სუფრის კოვზ ნაყინს მიირთმევდა, მოხალისეთა მეორე ნახევარი კი - ტრადიციულად საუზმობდა. საუზმის შემდეგ, ყველა მონაწილე კომპიუტერში, სპეციალურ ტესტებს აკეთებდა. როგორც აღმოჩნდა, იმ მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც საუზმეზე ნაყინის გარკვეულ ულუფას იღებდა, თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობდა.


image


მეტი კონცენტრაციის უნარით გამოირჩეოდა და შესაბამისად, ინფორმაციის დამუშავებას და ტესტების შესრულებას მეორე ნაწილთან შედარებით, უფრო მოკლე დროს ანდომებდა. როგორც პროფესორი კოგა აღნიშნავს, კონცენტრაციაზე ნაყინი სასარგებლო გავლენას ახდენს და ის, ტვინის მუშაობას საგრძნობლად აუმჯობესებს.


image


ნაყინი, რომელზეც ჩვენ ბავშვობიდან ვგიჟდებით, შესაძლებელია რომ მასში მართლაც იყოს რაღაც განსაკუთრებული. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მთელი საიდუმლოება მხოლოდ მისდამი ჩვენს, ემოციურ დამოკიდებულებაში მდგომარეობდეს. იმისთვის, რომ საუზმეზე ნაყინის ყოველდღიური მოხმარების სარგებლიანობა საბოლოოდ დამტკიცდეს, რა თქმა უნდა, ამისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. მანამდე კი, მიირთვით ნაყინი და ისიამოვნეთ, თუმცა ნურც ზომიერების გრძნობას დაივიწყებთ.





0
95
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
95