x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა გასცემს ქალს, რომ ის კაცისთვის ადვილად მისაწვდომია?
ამბობენ, სამყაროს სიყვარული მართავს, ის ყველაზე აღმატებულიაო. თუმცა, უნდა ფლობდე უნარს, რომ შეძლო სიყვარული. უბრალოდ, არავის არავინ უყვარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებამდე მიიტანო გარკვეული პოზიტიური ასპექტები. უწყვეტი თვითგანვითარება სიყვარულის წარმატების გასაღებია და სულაც არაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, მას სულიერი სილამაზეც უნდა დაერთოს.


image



საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვება. თუმცა, სანამ საქმე ოჯახამდე მივა, ქალმა აუცილებლად უნდა გააღვიძოს კაცში მის მიმართ ინტერესი და დაარწმუნოს, რომ ის სწორედ ის ერთადერთია და რომ ხელმისაწვდომი ყველასთვის არ არის.


მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.



კაცის შეხედულებების მიხედვით, როდის ტოვებს ქალი შთაბეჭდილებას, რომ ის ადვილად ხელმისაწვდომია? სწორედ ამ ქცევის ნიშნების მიხედვით, რომლებსაც შემოგთავაზებთ.


როდესაც ქალი მხიარული და ექსცენტრიულია; ცოტათი სულელი; ცეკვის დროს სრულიად დუნდება; მეტი მეგობარი მამრი ყავს, ვიდრე მდედრი; ადვილად ეთანხმება მამაკაცის აზრებს; იცვამს გამომწვევად ან ვულგარულად - მამაკაცის აზრით ადვილად ხელმისაწვდომია და იშვიათი შემთხვევა იქნება, თუ მასზე სერიოზულად იფიქრებს ვინმე (მამაკაცი).



image


ასევე არსებობს ფრაზები, რომლებიც გასცემს ადვილად მისაწვდომ ქალებს:


1. "ჯერ მინდა, რომ უფრო ახლოს გაგიცნო"!

2. "როგორც წესი, არ ვსვამ, მაგრამ შენს გამო გამონაკლისს დავუშვებ".

3. "საერთოდ არ მაინტერესებს კაცის ფული".

4. "იშვიათად დავდივარ კლუბებსა და ძვირიან რესტორნებში".

5. "მხოლოდ ერთი მიყვარდა აქამდე".




P.S. მდედრებო, სწორედ ამიტომ, მეტი დაფიქრება გმართებთ და თუ იმ ერთადერთს ეძებთ, სჯობს გონებამახვილურად მოიქცეთ, რომ არ დაკარგოთ მამრების თვალში ფასი და მათთვის არ იქცეთ, როგორც მორიგი გასართობი.



image



1
2181
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2181
  
2019, 28 აგვისტო, 1:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1