x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამოვიცნოთ ქალის ნამდვილი ბუნება მისი მაკიაჟით
image
იცოდი რომ ის, თუ რაზე აკეთებ მეტ აქცენტს მაკიაჟის დროს შენს ხასიათს განსაზღვრავს? (თვალებზე, ტუჩებზე, თუ სრული მინიმალიზმს ანიჭებ უპირატესობას)

ხშირად ადამიანი თავადაც ვერ აცნობიერებს, თუ რამდენ ინფორმაციას აწვდის გარშემომყოფებს საკუთარ პიროვნებაზე . იქნება ეს კაბა, ფეხსაცმელი, თუ უბრალოდ ჩანთასთან ლამაზად შეხამებული პრინტული შარფი.

მაშ ასე თუკი შენ აირჩიე.....

1 ბუნებრივი და მინიმალური მაკიაჟი


თუკი თქვენი დევიზია ''რაც ნაკლები კოსმეტიკა, მით უკეთესი'' თქვენ გამოირჩევით შინაგანი ფასეულობებით :

თავდაჯერებულობით, კომპრომისზე წასვლის უნარით, დამოუკიდებლობითა და კარგი ინტუიციით. თქვენთვის ადამიანის

შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გარეგანი ფასადი. როგორც იტყვიან,

წიგნს ყდით ნამდვილად არ აფასებთ.


2 აქცენტი თვალებზე

ძალიან დაკვირვებული ბრძანდებით, ზრუნავთ თქვენს პირად სივრცეზე. მარტო ყოფნა თქვენთვის მოსაწყენი სულაც არაა, გირჩევნიათ მეტად მოუსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ.არ გახასიათებთ გრძნობების საჯაროდ დემონსტრირება. გაქვთ თანაგრძნობის უნარი, კარგი მეგობარი ხართ.


3 აქცენტი ტუჩებზე

ტიპიური ექსტრავერტი ბრძანდებით. გიყვართ საზოგადოებაში ტრიალი, ახალი ნაცნობობა, ახალი ადგილები... ხართ ძალიან სენტიმენტალური და მგრძნობიარე.გყავთ ბევრი თაყვანისმცემელი, ფლირტი თქვენი სტიქიაა...


4 და ბოლოს ... აქცენტი ყველაფერზე!

ასეთი ''მეიქ-აფი'' (გამოკვეთილია ყველა ნაკვთი ; თვალები, ტუჩები, წარბები. ამბობს რომ თვქენ ცოტათი თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდით ... ხშირად ღელავთ წვრილმანებზე, გსურთ სხვების თვალში ძლიერი პიროვნება გამოჩნდეთ... ადვილად გწყინთ ყველაფერი, ხშირად იმედგაცრუებული ხართ მამაკაცებზე, გგონიათ თითქოს სამყარო მუქმა ფერებმა მოიცვა და არავის შეუყვარდებით...



თუ დაემთხვა თქვენი მაკიაჟი თვენს ხასიათს? <3



0
100
შეფასება არ არის
ავტორი:მოდის ბლოგვერი
მოდის ბლოგვერი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0