x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96725
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458628
გოდერძი(გოდე ) აფციაური... გამორჩეული პიროვნება, გამორჩეული ისტორიით...
image
სახელი: გოდერძი (გოდე)
გვარი: აფციაური
დაბადების წელი: 1990 წლის 31 მაისი
ადგილი: თბილისი
განათლება: დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის გალობისა და ხალხური
სიმღერის სასწავლებელი
პროფესია: ლოტბარი
ამჟამინდელი საცხოვრებელი : სვანეთი
საქმიანობა:
მუშაობს სვანეთში ფოლკლორის ცენტრის მიერ გახსნილ სალოტბარო სკოლაში,
ასევე მღერის მესტიის რაიონულ ანსამბლ "რიჰოში",
თავისი ინიციატივით სოფელ ლატალში ჰყავს მოსწავლეები და ასევე
მღერის ლატალის ანსამბლშიც.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე სოფო სუხიშვილი და ვაჟი გაბრიელი
image
image
აღსანიშნავია, მისი მოღვაწეობა სვანური "ზარის" შენარჩუნებაში.
იგი უშუალოდ ჩართულია მესტიაში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებასა თუ
სოფლის ფიზიკურ სამუშაოებში.
გოდე უკრავს სვანურ საკრავებზე და ასევე მღერის ბენდ "ლილეში".
image
გოდეს ბიოგრაფია ძალიან საინტერესო, მისი საქმიანობა მრავლისმეტყველი,
თვალები კი სიმშვიდის, გულწრფელობის, პატიოსნების მაგალითი და
ნიშანია.
ამბობენ თვალები სულის სარკეაო და გოდეს თვალები ამ სიტყვების
უდაოებაში ნახვისთანავე დაგარწმუნებენ.
ჩემი აზრით და ეს ასეცაა მისი ცხოვრება არამარტო მისი საქმინობის გამოა
საინტერესო და აღსანიშნავი, არამედ იმ სიყვარულის ისტორიის გამო,
რომელიც მას სოფოსთან აკავშირებს, უკვე მრავალი წელია.
image
ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდე ხელი, ჩემთვის მნიშვნელოვანს, რადგან დიდი ხანია მათ შესახებ დაწერას ვფიქრობ...
და ვერიდები, რადგან მათზე უკვე დაიწერა, მათზე უკვე საინტერესო სიუჟეტიც გაკეთდა, მაშინ როცა გოდე თავისი საქმინობით "იმედის გმირების" ობიექტივში
მოხვდა...
მინდა სწორად გადმოვცე ის ემოცია რაც მათდამი მაქვს და ასევე სწორად
გადმოვცე ის სიყვარულის ისტორია, რომელიც ძალიან ბევრმა იცის
ან გაუგონია ამბავი სვანეთში საცხოვრებლად წასულ წყვილზე...
დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი მოხარულია იმის გამო, რომ ჩვენ შორის
არსებობს, ჯერ კიდევ არსებობს, ასეთი წრფელი, ნამდვილი სიყვარული
და სანამ ასეთი ადამიანები იარსებებენ დედამიწაც ნათელი ფერებით
იქნება სავსე...
სანამ ასეთი (გოდესა და სოფოს მსგავსი) ადამიანები იცხოვრებენ ჩვენ შორის
ბევრ გულგრილ ადამიანში დადებითი ემოცია გაიღვიძებს.
ადამიანებში, რომლებსაც ყოფითი რეალობის, ანგარების არსებობის გამო სიყვარულისა და ნამდვილობის არ სჯერათ.
მათი სიყვარულის ამბავს ფერადი, ძალიან საინტერესო ფოტოებიც ნათლად
ამბობენ, თითქოს ზოგი გესაუბრება კიდეც და გიყვებიან, როგორ ხარობს ბუნება სვანეთის ულამაზეს მთებში ასეთმა წყვილმა რომ დაიდო ბინა.
image
image

image
image
image

image

სოფომ და გოდემ ერთმანეთი პირველად თბილისში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ნახეს. სოფოს პირველი ნახვისთანავე დაამახსოვრდა გოდეს მწვანე და მშვიდი თვალები, გოდეც დიდი ხნის განმავლობაში შორიდან აკვირდებოდა
ტაძარში მისულ ლამაზ გოგონას, რომლის სახელი ჯერ კიდევ არ იცოდა.
ტაძარში შემთხვევითი შეხვედრებიდან დაახლოებით
ერთი წლის შემდეგ, საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს ერთმანეთი
სამების საკათედრო ტაძარში და ამის შემდეგ ხელი აღარც გაუშვიათ
ერთმანეთისთვის ...
image
ბევრი საინტერესო და ფერადი დღე გაატარეს სტუდენტობის დროს თბილისში,
გოდე პროფესიით ლოტბარია და სასწავლებლის დასრულების შემდეგ ფონდმა
ქართულმა გალობამ მიავლინა სვანეთში გალობის მასწავლებლად. გოდეს
ყოველთვის სურდა მისი მომავალი სვანეთთან დაეკავშირებინა და სოფომ ეს
მომავალი უფრო მეტად გაალამაზა მასთან ერთად მესტიაში წასვლით და მასთან თანაცხოვრებით.
გოდემ და სოფომ ჯვარი სვანეთში დაიწერეს...
image
image
მისი საქმიანობიდან და რაც მთავარია სოფოსა და გოდეს განწყობიდან გამომდინარე ყოველი დღე არის ფერადი, ნათელი და სიყვარულით სავსე. სოფო წერს :
"ზღაპრულია როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და შეხვედრის დღიდან აღარასოდეს ელევათ სასაუბრო. არ მალავენ თავიანთ ემოციებს, გულწრფელი ღიმილით უსმენენ ერთმანეთს და სიცილის დროს თვალის კუთხეები უნაოჭდებათ, ღაწვები ზემოთ მინარნარებენ და მზერა უთბებათ.
ხელისგულიდან გადაყრილი ფერადი მტვერივით არის სიყვარული, თითქოს სული შეუბერა ვიღაცამ, მერე ჰაერში მიმოიფანტა და ასე იპოვეს ადამიანებმა თავიანთი ფერის მტვერი .ჩემი ფერი და ყველა-ფერი ხარ გოდერძი აფციაური , მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება ეტევა და ძლივს ეტევა ჩემს გულში შენით და შენს გამო."
მათ დამოკიდებულებას ეს მცირე სიტყვებიც კი გამოხატავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაზე მეტი და ამაღლებული ემოციაა, სვანეთის ცაზე მეტი, რომელსაც
სიტყვებით ვერ გადმოსცემ...(ალბათ ამიტომაც მიჭირს მეც...)
მათი მადლიანი, სვანეთის კოშკებთან, მთებთან თანაცხოვრება კიდევ უფრო
გაალამაზა ისეთმა თვალებიანმა ბიჭმა იფიქრებ მართლა ღვთის საჩუქარიაო.
ისეთი თვალები აქვს ჭკვიანი, მეტყველი და უკვე მთების სიყვარულით სავსე. (ამას მე მისთვის უცნობი ადამიანიც კარგად ვკითხულობ მის თვალებში )
მისი უკვე შესანიშნავი ბუნება, პატარა და მრავლისმეტყველი წინადადებიდანაც კარგად ჩანს :
"დე, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ეს გოდე მამად რომ მოიყვანეო"...
image
image
image


ვფიქრობ სასაუბრო, დადებითი სიტყვები და ემოცია არ გამინელდება, ამას ისევ ის ისტორია განაპირობებს რაც გოდეს, სოფოს და უკვე პატარა გაბრიელს
სვანეთთან აკავშირებს, ამიტომ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს პატარა
სურვილით დავასრულებ...
მინდა ბევრი ასეთი თვალებგაბრწყინებული ოჯახი საქართველოში...
მაშინ ურთიერთობები იქნება უფრო გულწრფელი,
ბავშვები გაიზრდებიან სიყვარულით სავსე გარემოში...
რაც ჯანსაღი მომავალი თაობის საწინდარია.
image
0
322
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0