x
მეტი
  • 23.09.2019
  • სტატია:94828
  • ვიდეო:342682
  • სურათი:456979
3 გოგონა, რომლებიც 10 წლის მანძილზე გატაცებული ჰყავდათ - გამაოგნებელი ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image
დღეს მოგიყვებით ამბავს, რომელმაც თავის დროზე მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.ეს ყველაფერი ძნელი დასაჯერებელია, თუმცა 100%-ით სიმართლე.3 გოგონას ისტორია, რომელიც ერთდროულად სევდიანი და საშიშია.


მაშ ასე


3 გოგონა, რომლებიც 10 წლის მანძილზე გატაცებული ჰყავდათ - გამაოგნებელი ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა!


დავიწყოთ!


ამბავი:

2003 წლის 21 აპრილს, 16 წლის გოგონა სახელად ამანდა ბერი კლივლენდში(აშშ) სწრაფი კვების რესტორნიდან გამოსული უეცრად გაუჩინარდა.ოჯახის წევრები ეძებდნენ ყველგან, თუმცა უშედეგოდ.2004 წელს დაახლოებით იმავე ადგილას შენიშნეს ბოლოს კიდევ ერთი გოგონა, ჯინა დეხეუსი.არავინ იცოდა სად გაქრნენ ეს გოგონები.


ამანდა ამბობს:"მან მანქანა გამიჩერა და მკითხა ვიცნობდი თუ არა მის ვაჟს, რომელიც იმ სწრაფი კვების ობიექტში მუშაობდა, შემდეგ კი მთხოვა, რომ მის მოძებნაში დავხმარებოდი.ამ ერთმა მგზავრობამ ჩემი მთელი ცხოვრება შეცვალა".


არიელ კასტრომ ამანდა ამ დღეს გაიტაცა და სახლის ყველაზე დაბალ სართულზე გამოკეტა.თუმცა ამანდა პირველი არ ყოფილა.იქ მას დახვდა გოგონა ასხელად მიშელ ნაითი, რომელიც ერთი წლით ადრე (2002) არიელმა გაიტაცა.


2004 წელს კი მესამე და უკანასკნელი მსხვერპლი, ჯინა დეხეუსი.

მიშელი(22 წლის), ამანდა(16 წლის) და ჯინა(14 წლის) 10 წლის მანძილზე ჰყავდა გატაცებული და ჩაკეტილი საკუთარი სახლის სარდაფში, თანაც ისე, რომ არავის არაფერი უეჭვია.


დეტალები:

მეზობლები მას დადებითად ახასიათებდნენ და ამბობენ, რომ უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.

"ის გახლდათ ჩვენი უბნის სკოლის ავტობუსის მძღოლი.გოგონებს ის ძალიან უყვარდათ.ყველას გვიყვარდა.მას შეეძლო საკუთარი საქმე მიეტოვებინა, რათა შენ დაგხმარებოდა.ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ასე მიგვაჩნდა."


რა თქმა უნდა, გოგონები ცდილობდნენ გათავისუფლებას, თუმცა არიელი ძალიან ჭკვიანი იყო.იმდენად ჭკვიანი, რომ მან 10 წლის მანძილზე ეს საიდუმლო ყველსგან დამალულად შეინახა.


2007 წელს ამანდამ გოგონა გააჩინა.

"ვცდილობდი საუკეთესო დედა ვყოფილიყავი იმ პირობებში, რომლებშიც ვიყავით.5 წლის რომ გახდა, ოთახში სკოლის მსგავსი გარემო მოვუწყვე.დილაობით ვდგებოდით და წარმოვიდგენდით, რომ სკოლაში მივდიოდით.რა თქმა უნდა, მისი მასწავლებელი მე ვიყავი."


არიელი ქალიშვილის მიმართ უფრო მოწყალე აღმოჩნდა.მეზობლები ხედავდნენ, როგორ თამაშობდა პატარა გოგონა მის ეზოში, თუმცა არიელს ისედაც რამდენიმე შვილი ჰყავდა, და მეზობლებში ამ პატარა გოგონას ეჭვი არ გამოუწვევია.



გოგონები 10 წლის მანძილზე იყვნენ ჩაკეტილი სახლის სარდაფში.არიელი მათზე ძალადობდა სექსუალურად, ფიზიკურად და ფსიქიკურად.თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ იმედი.იმედი იმისა, რომ გადარჩებოდნენ.კასტრო მათ უფლებას აძლევდა პატარა შავთეთრ ტელევიზორში ახალი ამბებისთვის მოესმინათ.ჯინას და ამანდას ოჯახის წევრები ძალიან ხშირად იყვნენ ახალ ამბებში, თავგამოდებით ეძებდნენ საკუთარ ქალიშვილებს.სწორედ ეს აძლევდათ ძალას გოგონებს.სამწუხაროდ, მიშელს კარგი ოჯახი არ ჰყოლია და არასდროს მოუძებნიათ ის.



როგორ გათავისუფლდნენ გოგონები?:


2013 წელი, 6 მაისი.ამანდას ქალიშვილი ჩადის დედასთან სარდაფში და ეუბნება, რომ მამას მანქანა სადგომზე არ დგას."არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი ვარიანტი იყო.დავიწყე შუშის ჩამტვრევა და ყვირილი.სწორედ ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი, ჩარლზ რამზი, რომელიც ამანდას და მის გოგონას გამოსვლაში დაეხმარა.ამანდამ მაშინვე დარეკა 911-ში და ყველაფერს მოუყვა.მან ასევე უთხრა მიშელისა და ჯინას შესახებ, რომლებიც ისევ იმ სახლში იყვნენ ჩაკეტილი.სწორედ ამ დღეს დამთავრდა ის კოშმარი, რომელიც 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა.გოგონები გათავისუფლდნენ.არიელ კასტრო დააპატიმრეს და მან ერთი თვის შემდეგ თავი მოიკლა.


...


ამ ამბავმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.მსოფლიოში უამრავი ადამიანია დაკარგული.გოგონების ამბავი კი იმედს აძლევს მათ ოჯახებს.იმედს იმისა, რომ შეიძლება დიდი ხნის შემდეგ ისინი სახლში დაბრუნდნენ.



გოგონების ფოტოები:imageimageimageimageimage


ამანდა, მისი და და ქალიშვილიimage

image

არიელ კასტრო:imageimage

სახლის ფოტოები:imageimageimageimageimageimage



კასტროს სახლი "Google Earth"-ის რუკაზე:image


0
903
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
903
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0