x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე საშინელი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში
ინტერნეტგამოცემა The topten-მა, რომელიც აქვეყნებს რეიტინგებს თითქმის ყველა სფეროში, ამჯერად შემოგვთავაზა ყველა დროის ყველაზე საშინელი ადამიანების და დაჯგუფებების რეიტინგი(Top 10 Most Horrible People and Groups in History), გთავაზობთ 10 ყველაზე საშინელი ადამიანის რეიტინგს მსოფლიო ისტორიაში;


10-აბუ ბაქრ ალ ბაღდადი-დასავლეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფა, ჯიჰადისტი ბოევიკების ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი. 2011 წლის 4 ოქტომბერს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ–ბაღდადი გამოაცხადა მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტად და მის შეპყრობაში ან მოკვლაში დახმარებისთვის ჯილდოდ დააწესა 10 მილიონი აშშ დოლარი.

image



9-დრაკულა იგივე ვლად III ცეპეში, იგივე სარსე გამსმელი-რუმინელი მონარქი. იგი 1448 წლიდან გარდაცვალებამდე სამჯერ იყო ვლახეთის მმართველი. ცნობილი დიქტატორის რეპუტაციით, ხოლო მისი სასტიკი წამების და სიკვდილით დასჯის მეთოდები შემდგომში ვამპირების მითოლოგიის ინსპირაციად იქცა, რომლის გავლენითაც შემდგომ დაიწერა რომანი "დრაკულა".


image


8-კიმ ჩენ ინი — ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. კიმ ჩენ ირის შვილი და კიმ ირ სენის შვილიშვილი.

image


7-კიმ ჩენ ირი(1941-2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

image


6-ბენიტო მუსოლინი(1883-1945)-იტალიის ფაშისტი დიქტატორი 1922–1943 წლებში, იტალიის სოციალური რესპუბლიკის მმართველი 1943–1945 წლებში.

image



5-ოსამა ბინ ლადენი(1957-2011)- იემენელი ტერორისტი საუდის არაბეთიდან, 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას დამფუძნებელი, ორგანიზაცია, რომელიც ამართლებდა უდანაშუალო ადამიანების მკვლელობას.

image



4-ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945)— გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, ნაცისტური პარტიის წევრი, შუცშტაფელის რაიხსფიურერი, მესამე რაიხში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ჰოლოკოსტზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი.

image


3-იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი)(1878-1953)— ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი, სკკპ-ის
გენერალური მდივანი, გენერალსიმუსი და მარშალი.

image



2-ადოლფ ჰიტლერი(1889-1945) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.

image


1-მაო ძედუნი-(1893-1976)XX საუკუნის ჩინელი რევოლუციონერი, სახელმწიფო, პოლიტიკური და პარტიის ლიდერი, მაოიზმის მთავარი თეორეტიკოსი, თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს დამფუძნებელი.

image

0
1062
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0