x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ზაზა სარალიძის სურვილი ასრულდა - სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

image


დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ინფორმაციას სამინისტროში ოფიციალურად ადასტურებენ. განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ინფორმაციით, მანანა თურქაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.~


51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ხორავას ქუჩის საქმეს უკავშირებს. ნესტან ლონდარიძის თქმით, მას და ზაზა სარალიძეს განათლების სამინისტროში სკოლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით წერილი ჰქონდათ შეტანილი.

.

სწორედ მანანა თურქაძის დირექტორობის პერიოდში მოხდა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დანაშაული. 51-ე სკოლის მოსწავლეების - ლევან დადუნაშვილისა და დათუნა სარალიძის მკვლელობის შემდეგ საზოგადოება და მოკლული სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მანანა თურქაძის გადადგომას ითხოვდა.

,

მკვლელობიდან რამდენიმე თვეში თურქაძემ გადადგომის შესახებ განცხადებით განათლების სამინისტროს თავად მიმართა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

,

„ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა და წამოვედი სამსახურიდან. 30 წელია ამ სკოლაში ვარ, ოდესღაც უნდა დამდგარიყო ეტაპი, რომ წავსულიყავი. მე ყოველი სემესტრის ბოლოს მივმართავდი სამეურვეო საბჭოს, რომ წავსულიყავი სკოლიდან. ამ ტრაგედიის შემდეგ მე მქონდა მორალური უფლება, რომ მიმეხედა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის და ახლა, როცა მომეცა ეს შესაძლებლობა, წამოვედი. დღეს თანამდებობის დატოვება არანაირად არ უკავშირდება ხორავას ქუჩის საქმეს. მე ახლაც შევიტანე განცხადება და ახალმა სამეურვეო საბჭომ დამიკმაყოფილა. საბჭო ყოველთვის მავალდებულებდა, რომ იმ სიტუაციაში ეს ბავშვები ასე არ დამეტოვებინა და უნდა გითხრათ, რომ წარმატებით გავართვით თავი ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით იმ ტრაგედიას. ეს ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში მუდმივად იქნება, წელს 50 მედალოსანი ჰყავდა სკოლას. ასე რომ, ვფიქრობ, სკოლამ განაგრძო ცხოვრება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია ამ სკოლაში ვარ და ყველა წარმატებაში ჩემი წვლილიც არის. ოდესღაც უნდა წახვიდე ალბათ. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს საერთოდ წავალ თუ არა პედაგოგიური საქმიანობიდან.. ამას მოგვიანებით შეიტყობთ, როდესაც რაიმე სიახლე იქნება, “ - აღნიშნავს ყოფილი დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას.

0
254
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0