x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94936
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VI (ოჯახი)

18 სექტემბერი

image

შვილო დათო, ცხოვრებაში ვერაფერი ისეთი ვერ შევქმენი, რომ ჩემით იამაყო. ახალგაზრდა როცა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბევრი დრო მქონდა, არაფერს ვჩქარობდი, დროსტარების გარდა არაფერი მიკეთებია. როცა მე და დედაშენი დავქორწინდით, ვერ ვიტყვი, რომ მერე ძალიან შევიცვალე-თქო. მუშაობა დავიწყე, მაგრამ მეტწილად ვაცდენდი სამსახურს, რასაც ვიშოვიდი ოჯახს ნაკლებად ვახმარდი. ვაღიარებ, რომ ცუდი ქმარი ვიყავი.

როცა შენ გაჩნდი, მერე უფრო შევიცვალე. გაგონილი მქონდა, რომ ასე ხდებოდა, მაგრამ ასეთი ცვლილება ნამდვილად არ მეგონა. ცუდი პერიოდი დაემთხვა შენს დაბადებას, ბნელი 90-იანი წლები. მაშინ უკვე მივხვდი, რომ ოჯახი პირველ პლანზე უნდა დამეყენებინა, მაგრამ უკვე გარემო აღარ მაძლევდა საშუალებას. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ყველანაირად ვეცადე იმ დროისათვის ყველაზე ცუდისთვის, ქუჩისთვის ამერიდებინე. სწავლა შეგაყვარეთ მე და დედამ, თუმცა ალბათ, უფრო დედაშენმა.

ახლა 24 წლის ხარ. ყოველდღე ველოდები, რომ რძალს მომაყენებ კარზე, თუმცა სიტყვა ვერ დაგაცდენინე, გყავს თუ არა უკვე შერჩეული ვინმე.

როცა ამ დღიურს ნახავ, ცოტა რამ იქნებ მაინც გაითვალისწინო ჩემი რჩევები. ოჯახს გაუფრთხილდი.

ბევრ მეგობარს უთქვამს თავის სახლზე, ეს შენიცააო, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, რომ არასდროს შინ არ ხარ, როცა ოჯახთან არ ხარ და შეიძლება ოჯახთან ერთად ღია ცის ქვეშაც სახლში იყო. შეიძლება, ახლა სულელურად მოგეჩვენოს ეს ნათქვამი, მაგრამ დრო მოვა და იქნებ, გაგახსენდეს კიდეც ეს სიტყვები.

ოჯახის ცუდი გარეთ არ გაიტანო. ოჯახი ციხე- სიმაგრეა და მისი სისუსტე მისი საიდუმლო უნდა იყოს.

როცა გაგიჭირდება, იცოდე, რომ პირველი მაშველი რგოლი ოჯახია. არ ვამბობ, რომ მეგობრები და ძმაკაცები გვერდში არ დაგიდგებიან, მაგრამ ოჯახი უფრო მტკიცეა.

როცა წარმატებას მიაღწევ, ნუ იფიქრებ, რომ ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა. დაფიქრდი, რამხელა წვლილი მიუძღვის ამაში შენს ოჯახს.

ოჯახის გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო, ძნელია თავს მყარად გრძნობდე, მგონია, რომ ოჯახის გარეშე დიდხანს მყოფ ადამიანს სიყვარულიც კი უჭირს ბოლოს.

ბევრი ვერ გავაკეთე თქვენთვის, მაგრამ მინდა, რომ შენ იმაზე ბევრად მეტი შეძლო შენი ოჯახისთვის, ვიდრე მე შევძელი... ხომ გაგიგია, “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო?!" ჰოდა, მაჯობე, გთხოვ, რომ მაჯობო.

იგივე დრო. რეალური ამბავი.

ამ დროისათვის უკვე გასულია ის ერთი თვე, რომელიც ვალერის ექიმმა ივარაუდა მისი სიცოცხლისათვის, თუმცა ოჯახმა ჰომეოპათიური მკურნალობა მაინც მოსინჯა დროის გახანგრძლივებისათვის და სავარაუდოდ, სწორედ ბალახეულის ნახარშის წყალობით, ვალერის მდგომარეობა სწრაფად არ დამძიმებულა და მოსალოდნელი ტკივილებიც მხოლოდ ახლა დაეწყო.

გაგრძელება მალე იქნება....

მანამდე კი იხილეთ წინა თავები:

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი

image

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - II ნაწილი

image

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი III

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი IV

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი V

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0